“სახეზე გვაქვს დემონიზების მცდელობა, ძალაში ახლადშესული კანონები და ფიზიკური ძალადობა- ეს ყველაფერი ავტოკრატიის მშენებლობის საყრდენია. ესაა ნაბიჯები ადამიანის უფლებების კრიზისის გამწავავებისკენ, რომელსაც "ქართული ოცნება" დგამს”,- ასე აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს “ჰიუმან რაითს ვოჩი".
ევროსაბჭო საქართველოს სთხოვს, აპრილამდე ხელახალი არჩევნების თარიღი დანიშნოს და ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. რა პოლიტიკური გზავნილია ეს საქართველოსთვის და როგორ გაგრძელდება ევროპისა და საქართველოს ურთიერთობა. ინტერვიუ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვასთან.
ახალი არჩევნებისკენ მოწოდებები, რეზოლუციები, გაუქმებული შეხვედრები - ეს იმ ნაბიჯების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია, რასაც ბოლო დროს ევროპელი ლიდერები დგამენ იმის ხაზგასმასთან ერთად, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგები არალეგიტიმური იყო.
ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მოწვეულებს შორისაა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. “ქართული ოცნების” არცერთი წევრი ინაუგურაციაზე მიწვეული არაა. ამერიკელი დიპლომატი, ჯონ ჰერბსტი თვლის, რომ ეს ხდება, რადგან მომავალი ადმინისტრაცია "ქართულ ოცნებას" დიკსრედიტირებულად თვლის.
"ივანიშვილს ქართველები რუსეთთან ახლოს მიჰყავს, სადაც მისი გული და მისი ფულია", - ამბობს დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი. "მეგობარი აქტის" და "ქართული კოშმარის არაღიარების აქტის" თანაავტორი.მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ივანიშვილი კიდევ უფრო გამდიდრდება,საქართველო კი რუსეთს დაუახლოვდება
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ კიდევ ერთი ორპარტიული კანონპროექტია, რომელიც კრძალავს ამერიკის მიერ „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებასა და მასთან ურთიერთობის ნორმალიზებას, ასევე რაიმე ტიპის თანამშრომლობას ან კომუნიკაციას, რომელიც იმას მიანიშნებს, თითქოს მას ლეგიტიმურად აღიარებენ.
"ესაა “ქართული ოცნების” მთავრობის მოქცევა იმ ჩარჩოში, რომ ის არამხოლოდ ავტორიტარული და პრორუსულია, არამედ ასევე თანამშრომლობს მის სხვა მოწინააღმდეგეებთან", - ამბობს ბობ ჰამილტონი და განმარტავს, რომ კონგრესის როლი საქართველოს მიმართ ამერიკის მომავალი პოლიტიკის შემუშავებაში სათანადოდ უნდა შეფასდეს.
უმნიშვნელოვანესია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკამ რუსეთის სასარგებლოდ ქმედებებისთვის დაასანქცირა- ამბობს დენ ფრიდი. მისი თქმით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება ადამიანის უფლებების დარღევის გამოც შეეძლოთ, რაც არ გააკეთეს და ეს ბევრს მეტყველებს ამერიკის მთავრობის მიდგომაზე.
რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს საქართველოს დასახმარებლად და როგორი იქნება სალომე ზურაბიშვილის როლი 29 დეკემბრის შემდეგ.
მეტის ჩატვირთვა