საქართველოში პროტესტსმა 100 დღეს გადააჭარბა და გრძელდება პარლამენტი კი სულ უფრო მეტ შემზღუდავ კანონმდებლობას უჭერს მხარს, "ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლება საკუთარ პოციიებზე მყარად დგას",- ამბობს ლორა თორნტონი. ნახეთ ინტერვიუ მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელთან.
⭕️ "საქართველოში შემზღუდავი კანონები კიდევ უფრო შემზღუდავი ხდება, ჯარიმები იზრდება, ადამიანის უფლებებისთვის უფრო სასტიკი ხდება. ეს არაა განზრახვა, ესაა პრაქტიკა, ადამიანის უფლებების და მათი გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვა", - ამბობს "საერთაშორისო ამნისტიის" რეგიონული დირექტორი.
ლარა ლინდერმანი, “ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს" ერთ-ერთი დირექტორი „მაკკეინის ინსტიტუტის“ პოსტსაარჩევნო მისიის ფარგლებში საქართველოში გაგზავნილი დელეგაციის წევრი იყო და ამბობს, რომ ხელისუფლება განსაკუთრებით ცდილობს საკუთარი ლეგიტიმაციის დამტკიცებას მაშინ, როდესაც ის დასავლეთისგან არ გააჩნია.
მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით, პირველი, სატესტო ფრენა შესრულდა. ქართული მხარე დუმს.რატომ ახლა და რას ნიშნავს მოსკოვისგან ეს ნაბიჯი როგორც საქართველოს, ისე რეგიონისთვის.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე არაერთი კანონი გაამკაცრა და მედიის სტანდარტების დამდგენ ახალ რეგულაციებზე მუშაობის შესახებაც აცნობა საზოგადოებას. ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე „ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის“ უფროს მკვლევარს, დელიბორ როჰაჩს ვესაუბრეთ. როჰაჩი ამბობს, რომ „ოცნება“ ავტორიტარულ ნაბიჯებს დგამს.
“სახეზე გვაქვს დემონიზების მცდელობა, ძალაში ახლადშესული კანონები და ფიზიკური ძალადობა- ეს ყველაფერი ავტოკრატიის მშენებლობის საყრდენია. ესაა ნაბიჯები ადამიანის უფლებების კრიზისის გამწავავებისკენ, რომელსაც "ქართული ოცნება" დგამს”,- ასე აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს “ჰიუმან რაითს ვოჩი".
ევროსაბჭო საქართველოს სთხოვს, აპრილამდე ხელახალი არჩევნების თარიღი დანიშნოს და ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. რა პოლიტიკური გზავნილია ეს საქართველოსთვის და როგორ გაგრძელდება ევროპისა და საქართველოს ურთიერთობა. ინტერვიუ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვასთან.
ახალი არჩევნებისკენ მოწოდებები, რეზოლუციები, გაუქმებული შეხვედრები - ეს იმ ნაბიჯების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია, რასაც ბოლო დროს ევროპელი ლიდერები დგამენ იმის ხაზგასმასთან ერთად, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგები არალეგიტიმური იყო.
ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მოწვეულებს შორისაა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. “ქართული ოცნების” არცერთი წევრი ინაუგურაციაზე მიწვეული არაა. ამერიკელი დიპლომატი, ჯონ ჰერბსტი თვლის, რომ ეს ხდება, რადგან მომავალი ადმინისტრაცია "ქართულ ოცნებას" დიკსრედიტირებულად თვლის.
მეტის ჩატვირთვა