"საით იყურება საქართველოსთვის ის გვირაბი, რომლის ბოლოსაც სინათლეა - დასავლეთით თუ ჩრდილოეთისკენ?" - მინისტრი ჰანო პევკური ამბობს, რომ ქართველი ხალხის და მისი მთავრობის არჩევანია, როგორ წარიმართება მისი მომავალი, თუმცა იმედოვნებს, რომ ქართველები კვლავ დასავლეთს აირჩევენ. ოპერატორი: არტემ კოჰანი
თადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბოლო წლებში თავდაცვის კუთხით ინსტიტუციური რეფორმების გატარების მზაობა არ არსებობდა. ე.წ. "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ კი, თუკი პარტნიორებისგან დახმარება შემცირდება, ეს თავდაცვის შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს.
თუკი ქვეყანა იწყებს საკუთარი თავის ჩინელებისა და რუსებისთვის მიყიდვას და ამავე დროს ამბობს, რომ კვლავ პრო-ევროპულია, მაშინ სიტყვებსა და საქმეებს შორის განსხვავებას ვხედავ" - ამბობს ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კალევ სტოიჩესკუ.
"ქართველმა ხალხმა, საქართველოს მთავრობამ და ქართულმა ბიზნეს საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთონ, - უნდათ იყვნენ თავისუფალ სამყაროში, თუ სურთ ავტოკრატიულ სამყაროში, როგორც ვლადიმირ პუტინის სატელიტი? სცადო იყო ორივე ადგილზე ერთდროულად, შეუძლებელია", - ამბობს მაკფოლი.
რა მსგავსება და განსხვავებაა 2020 წლის ბელარუსსა და 2024 წლის საქართველოს შორის - ექსკლუზიურ ინტერვიუში, სვიატლანა ციხანუსკაიას ვესაუბრეთ. დევნილი ბელარუსი ოპოზიციის ლიდერს, ვკითხეთ სამთავრობო რიტორიკაზეც. ირკვევა, რომ ლუკაშენკოს რიტორიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ომისგან ქვეყნის დაცვაა.
ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ე.წ. "უცხოეთის აგენტის" კანონის ინიცირება და მიღება, შეცდომა იყო და იმედს გამოთქვამს, ხელისუფლება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს გაითვალისწინებს. "ამერიკის ხმა", ალექსანდერ ვერშბოუს, ნატოს მოახლოებული სამიტის შესახებ ესაუბრა.
მეტის ჩატვირთვა