ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთის უკანდახევის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები განუახლა


კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. ბრიუსელი, ბელგია. 27 იანვარი, 2025 წ.
კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. ბრიუსელი, ბელგია. 27 იანვარი, 2025 წ.

27 იანვარს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფართო სანქციები დამატებით 6 თვით განაახლა. ბრიუსელის ამ ნაბიჯს აქამდე უნგრეთი აკავებდა, რომელიც ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით გარანტიებს ითხოვდა.

„ევროპა შედეგს დებს: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლახან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ [დაწესებული] სანქციების ხელახალ გახანგრძლივებაზე“, - წერს კაია კალასი სოციალურ მედიაში. ის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

"ეს მოსკოვს კვლავაც შეუზღუდავს ომის დაფინანსებითვის მოგების მიღებას", - განაცხადა კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე. "რუსეთმა გამოწვეული ზიანისთვის საფასური უნდა გადაიხადოს".

ამ ნაბიჯის გადადგმა ბრიუსელს დეკემბერში სურდა, მაგრამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აფერხებდა. ცოტა ხნის წინ ორბანი ამ საკითხზე კონსულტაციისთვის ვაშინგტონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა.

თუმცა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის რუსეთზე ეკონომიკური წნეხის გასაზრდელად მზადაა, რათა მოსკოვი აიძულოს მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და სამშვიდობო შეთანხმებაზე წავიდეს. ამის შემდეგ, ბუდაპეშტმა უკრაინაზე დაიჩივლა, რომელსაც უნგრეთი რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტას აბრალებს.

27 იანვარს გამართულ ბლოკის საგარეო უწყების ლიდერთა შეხვედრაზე, უნგრეთმა თქვა, რომ ევროკომისიისგან გარკვეული გარანტიების სანაცვლოდ, მზადაა რუსეთისთვის სანქციების განახლებას დათანხმდეს. ევროკომისიამ თავის მხრივ განაცხადა, რომ გააგრძელებს დისკუსიებს უკრაინასთან ევროპისთვის რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენის თაობაზე.

XS
SM
MD
LG