ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამბობს, რომ ტრამპის სანქციებით მუქარაში ახალს ვერაფერს ხედავს


ხუთშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ განსაკუთრებულად ახალი ვერაფერი დაინახა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარაში, რომ თუ უკრაინაში ომის შეწყვეტას არ დათანხმდება, რუსეთს ახალ სანქციებს და ტარიფებს დაუწესებს.

რუსეთზე და ომზე საუბრისას, ოთხშაბათს ტრამპმა თქვა: „თუ „შეთანხმებას“ არ მივაღწევთ და ამას მალე არ გავაკეთებთ, სხვა არჩევანი არ მექნება გარდა იმისა, რომ ყველაფერზე, რასაც რუსეთი შეერთებულ შტატებში და სხვა ჩართულ ქვეყნებში ყიდის, გადასახადების , ტარიფების და სანქციების მაღალი დონეები დავუწესო.

ტრამპმა თქვა, რომ შეიძლება რუსეთს და პუტინს ძალიან დიდ დახმარებას უწევს, რომ უბიძგებს დაასრულოს, როგორც თვითონ უწოდა “ეს უაზრო ომი”.

ტრამპის კომენტარის შესახებ დასმულ კითხვაზე კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა თქვა, რომ ტრამპი თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს რუსეთს სანქციებს ხშირად უწესებდა.

“ჩვენ აქ ვერ ვხედავთ რაიმე განსაკუთრებულ ახალ ელემენტს”, თქვა პესკოვმა. “მას ეს მეთოდები მოსწონს, ყოველ შემთხვევაში მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მოსწონდა.”

მოსკოვი ტრამპის ყველა განცხადებას გულდასმით აკვირდებოდა, თქვა კრემლის პრესმდივანმა.

“ყველა ნიუანსს ყურადღებით ვიწერთ. დიალოგისთვის მზადყოფნას ვინარჩუნებთ, პრეზიდენტმა პუტინმა ამაზე არაერთხელ ისაუბრა - თანასწორუფლებიან დიალოგზე, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ დიალოგზე”, თქვა პესკოვმა.

XS
SM
MD
LG