კამალა ჰარისი, აშშ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი, შესაძლოა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდეს. ეს მასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა იქნება. ამ შემთხვევაში, ის იქნება პირველი შავკანიანი და ინდოელი ქალი, რომელიც კენჭს აშშ-ის უმაღლესი თანამდებობისთვის იყრის.
პრეზიდენტმა ბაიდენმა არჩევნებიდან გამოთიშვის შემდეგ მხარი დაუჭირა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რათა გახდეს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი. თუმცა, ამ დრომდე უცნობია გაერთიანდება თუ არა პარტია ჰარისის გარშემო. ვინ იქნება პარტიის კანდიდატი? ანი ჩხიკვაძე "ტვ პირველის" ეთერში საუბრობს.
ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა, უისკონსინის შტატში გამართული კონვენციისას ოფიციალურად მიიღო პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია. მანამდე კი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა - ჯეიმს დევიდ ვანსი, სენატორი ოჰაიოდან.
რესპუბლიკური პარტიის კონვენცია დაიწყო და ყოფილი პრეზიდენტი, ამ კვირაში, პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად უნდა დაასახელონ. პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის თაობაზე კი კვლავ ბევრი კითხვაა, რომელზე პასუხის გასაცემადაც სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობენ. ანი ჩხიკვაძე საუბრობს "ფორმულას" ეთერში.
მეტის ჩატვირთვა