სამშაბათს “ნასას“ უახლესი კოსმოსური ტელესკოპი ორბიტაზე გაიყვანეს, რათა მთელი ცა ისე აღნუსხოს, როგორც ადრე არასდროს მომხდარა. ტელესკოპი დაინახავს ასობით მილიონ გალაქტიკას და მათ ერობლივ ნათებას, რომელიც დროის დასაბამიდან დაიწყო.
Spherex ობსერვატორია კალიფორნიიდან SpaceX-მა გაუშვა და დედამიწის პოლუსების თავზე საფრენ ორბიტაზე გაიყვანა. ტელესკოპთან ერთად, ჩემოდნის ზომის ოთხი თანამგზავრიც გაუშვეს, რომელიც მზეს შეისწავლის.
რაკეტის ზედა საფეხურს პირველად Spherex გამოეყო. 488 მილიონი დოლარის ღირებულების Spherex პროექტის მიზანია ახსნას, თუ მილიარდობით წლის განმავლობაში გალაქტიკები როგორ ჩამოყალიბდა და განვითარდა და შექმნის პირველ წამებში, სამყარო ასე სწრაფად როგორ გაფართოვდა.
ირმის ნახტომის გალაქტიკაში Spherex წყალს და სიცოცხლის სხვა შემადგენელი ნაწილების ძებნას შეუდგება ვარსკვლავებს შორის ყინულოვან ღრუბლებში, სადაც ახალი მზის სისტემები ჩნდება.
კონუსის ფორმის, 500კილოგრამიან Spherex-ს, თავისი ინფრაწითელი „თვალებით“ მთელი ცის აღსანუსხად 6 თვე დასჭირდება. ორი წლის განმავლობაში ცის ოთხი სრული აღნუსხვაა დაგეგმილი, როდესაც ტელესკოპი დედამიწის პოლუსიდან პოლუსამდე 650 კილომეტრის სიმაღლეზე იმოძრავებს.
ტელესკოპის ინფრაწითელ დეტექტორებს შეეძლება ადამიანისთვის უხილავი 102 ფერი გაარჩიოს და კოსმოსის ყველაზე მრავალფეროვანი და სრული რუკა შეადგინოს, რაც დღემდე გაკეთებულა.