ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ ტარიფები ფოლადისა და ალუმინის ნებისმიერი ქვეყნიდან შემოტანაზე დააწესა


დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებულმა შტატებმა 11 მარტს ახალი, 25%-იანი ტარიფები დააწესა ნებისმიერი ქვეყნიდან შეტანილ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე. ამ ნაბიჯით პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაასრულა ყველა სახის მანამდე დაშვებული გამონაკლისი, რომელიც შეერთებული შტატების რიგი მოკავშირეებისთვის იყო ამოქმედებული.

თეთრი სახლის ეს ნაბიჯი სხვებთან ერთად, ახლა უკვე შეეხო ევროპის კავშირს, ბრიტანეთს, არგენტინას, ავსტრალიას, ბრაზილიას, კანადას, იაპონიას, მექსიკას და სამხრეთ კორეას. „ჩემი აზრით, ეს ცვლილებები აუცილებელია ამ წყაროებიდან ფოლადისა და ფოლადის ნაწარმის იმპორტის მნიშვნელოვნად მზარდ წილზე საპასუხოდ, რაც საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას“, - ნათქვამია პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაში.

ზოგიერთმა პარტნიორმა საპასუხო ნაბიჯები გადადგა. მაგალითად, ევროპის კავშირმა იმავე დღეს განაცხადა, რომ აპრილიდან ტარიფებს დაუწესებს ამერიკიდან იმპორტირებულ $28 მილიარდის საქონელს. "მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვიქნებით. მტკიცედ გვწამს, რომ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობებით სავსე სამყაროში, ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის ტარიფებით დატვირთვა ჩვენს ერთობლივ ინტერესებს არ ემსახურება“, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

XS
SM
MD
LG