„საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება ხედავს რა ხდება და აცნობიერებს, რომ ვითარება შეიძლება გაუარესდეს. ეს კი, საქართველოს უფრო დაუცველ მდგომარეობაში დატოვებს“ - ამბობს ჯონ ბოლტონი.
როუზ გიოტმიოლერი, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა, მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის. საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ რიტორიკას კი ამ ურთიერთობებზე დამანგრეველი ეფექტი აქვს.
"თუკი ქვეყანა არ ასრულებს იმ ორგანიზაციების პირობებს, რომლის წევრობაც სურს, და არ იზიარებს მის ღირებულებებს, ეს ცხადია, მისი სუვერენული უფლებაა. მაგრამ მეორე მხარესაც ასეთივე უფლება აქვს, არ სურდეს მიიღოს თავის წრეში ის, ვინც განსხვავებულ გზას ირჩევს" - ამბობს ლატვიის პრეზიდენტი "ამერიკის ხმასთან"
"საით იყურება საქართველოსთვის ის გვირაბი, რომლის ბოლოსაც სინათლეა - დასავლეთით თუ ჩრდილოეთისკენ?" - მინისტრი ჰანო პევკური ამბობს, რომ ქართველი ხალხის და მისი მთავრობის არჩევანია, როგორ წარიმართება მისი მომავალი, თუმცა იმედოვნებს, რომ ქართველები კვლავ დასავლეთს აირჩევენ. ოპერატორი: არტემ კოჰანი
თადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბოლო წლებში თავდაცვის კუთხით ინსტიტუციური რეფორმების გატარების მზაობა არ არსებობდა. ე.წ. "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ კი, თუკი პარტნიორებისგან დახმარება შემცირდება, ეს თავდაცვის შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს.
მეტის ჩატვირთვა