ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის - კამალა ჰარისის და დონალდ ტრამპის დაპირებებში არის ინფლაციისა და ფედერალური გადასახადების შემცირება, ზოგიერთი შემოსავლის დაბეგვრის გაუქმება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ეს იდეა საზოგადოებაში პოპულარულია, ექსპერტების აზრით, მათი განხორციელება ადვილი არ იქნება.
დემოკრატიულ პარტიას, აშშ-ის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატები ჰყავს - კამალა ჰარისმა და ტიმ უოლცმა, პარტიის ნომინაცია ჩიკაგოში გამართულ ეროვნულ ყრილობაზე ოფიციალურად მიიღეს. რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი, დემოკრატ კონკურენტს აკრიტიკებს.
დემოკრატთა ეროვნულ ყრილობაზე კამალა ჰარისმა აქცენტი მომავლის ოპტიმისტურ ხედვაზე გააკეთა. მან ის რესპუბლიკელი ოპონენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკით სავსე საარჩევნო პლატფორმას დაუპირისპირა, ხაზი გაუსვა ქვეყნის წინსვლის აუცილებლობას და თქვა, რომ ამერიკა “უკან”, წარსულში აღარ დაბრუნდება.
ჯო ბაიდენს, პრეზიდენტობის ვადა 2025 წლის იანვარში ამოეწურება, როცა არჩეული პრეზიდენტი, კაპიტოლიუმის წინ ფიცს დადებს. საპრეზიდენტო ისტორიკოსები უკვე მსჯელობენ, რა გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ბაიდენის ისტორიულ მემკვიდრეობას და მის ადგილს, ამერიკის პრეზიდენტებს შორის.
ამერიკის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას ყურადღებით აკვირდებიან არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ - ქვეყნის გარეთაც, განსაკუთრებით კი უკრაინაში. არჩევნების შედეგებს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს რეგიონულ უსაფრთხოებაზე, საგარეო პოლიტიკაზე, ნატოს მხარდაჭერაზე და რუსეთთან სამომავლო ურთიერთობაზეც.
მეტის ჩატვირთვა