ამ საარჩევნო წელს ხმის მისაცემი უბნებისკენ მიმავალი ამერიკელი ფერმერები ეკონომიკური სირთულების წინაშე არიან. “ამერიკის ხმა” ილინოისიდან გიამბობთ პრობლემებზე, რომელიც ამერიკელ ფერმერებს აწუხებს და შესაძლოა მათ არჩევანზე გავლენა იქონიოს
ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი ამბობს, რომ სჯერა შეერთებულმა შტატებმა კონფლიქტების მართვისთვის ალიანსები უნდა აშენოს. ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ძლიერების ჩვენებას და მის არაპროგნოზირებად ბუნებას შეუძლია ომები იქამდე შეაჩეროს, სანამ ისინი დაიწყება. ექსპერტები კანდიდატების მიდგომებზე მსჯელობენ.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტის არჩევამდე სულ 10 დღე რჩება. გადაცემაში "ხედვა ვაშინგტონიდან" შეერთებულ შტატებში საარჩევნო პროცესისთვის დამახასიათებელ, უნიკალურ თავისებურებებს მიმოვიხილავთ.
ამერიკაში ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელებსა და ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებს განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი თეთრი სახლის მომავალმა ბინადარმა. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საკმაოდ გამოკვეთილად არაერთხელ გამოხატა.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორიოდ კვირით ადრე, ზოგს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მათი წილი ელექტორატში 3-დან 13%-მდე შეიძლება იყოს. სწორედ მათ გადაბირებას ცდილობენ ახლა რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი კამალა ჰარისი იმ 7 შტატში, სადაც შესაძლოა მომავალი პრეზიდენტის ბედი გადაწყდეს.
არჩევნებამდე სულ 2 კვირით ადრე, მარათონი დემოკრატ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შორის კვლავ მინიმალური უპირატესობით მიმდინარეობს. ამერიკელ სპეციალისტთა აზრით, ცნობილ ადამიანთა მხრიდან მათი კამპანიების საჯარო მხარდაჭერა უმეტესად ამომრჩეველთა მობილიზაციაზე ახდენს გავლენას.
მეტის ჩატვირთვა