წინასაარჩევნო შეხვედრაზე გორში, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს ცხინვალში ცეცხლის გახსნისთვის. ივანიშვილის ამ ნათქვამს სამარცხვინოდ და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებლად მიიჩნევენ გორში გამართულ აქციაზე შეკრებილები.
ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება ინტერესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი. თბილისს აკვირდებიან, როგორც კაპიტოლიუმიდან, ისე თეთრი სახლიდან. ექსკლუზიური ინტერვიუები სენატორ ჯინ შაჰინთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორ მაიკლ კარპენტერთან.
Საქართველოში არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვე რჩება. Წინასაარჩევნოდ, სექტემბერში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ე.წ “უცხოეთის აგენტების" კანონი აამოქმედა. Რას ფიქრობენ თეთრ სახლში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და რა ნაბიჯებს უნდა ელოდოს საქართველო ამერიკისგან.
ამერიკის კონგრესი საზაფხულო შვებულებიდან დაბრუნდა და საქართველოს გამოწვევებზე იმსჯელეს როგორც სენატის, ისე - პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა. პალატის ევროპის ქვეკომიტეტში ჩინეთის გავლენაზე საუბრობდნენ, სენატში კი არასამთავრობო სექტორის შემზღუდავ კანონებზე
ამერიკის კონგრესში ევროპულ ქვეყნებში ჩინეთის მავნე პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენების შესახებ იმსჯელეს. „საქართველო გზაგასაყარზეა და მან უნდა აირჩიოს, დემოკრატიული სამყაროს ნაწილად ყოფნა სურს, თუ - რუსეთ-ჩინეთის კლუბის წევრობა“, - ამბობენ კონგრესის მიერ მოწვეული ექსპერტები.
ე.წ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში", რეგისტრირებული 30 ათასამდე ენჯეოდან, 476 დარეგისტრირდა. ხელისუფლება მათ ბიუჯეტიდან გრანტებს დაპირდა, ურჩებს - დიდ ჯარიმებს. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ რეპრესიული კანონი, რუსეთის მსგავსად, ყველა ენჯეო ორგანიზაციას გაქრობით ემუქრება
მეტის ჩატვირთვა