"ამერიკის ხმასთან" საუბარში, შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირები ადასტურებენ, რომ შემუშავებული აქვთ სანქციების პაკეტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ანი ჩხიკვაძე საუბრობს აღნიშნულზე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
22-23 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერები ნიუ-იორკს ეწვევიან. ასამბლეის ფარგლებში, შეერთებულ შტატებს ასევე ეწვევა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
პირველად, აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს დაუწესა. 2023 წლის აპრილიდან, ეს უკვე სანქციების მეოთხე პაკეტია. ივანიშვილის „ოცნება“ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ, „პოზიციის თვისებრივი გადახედვით“ იმუქრება
წინასაარჩევნო შეხვედრაზე გორში, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს ცხინვალში ცეცხლის გახსნისთვის. ივანიშვილის ამ ნათქვამს სამარცხვინოდ და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებლად მიიჩნევენ გორში გამართულ აქციაზე შეკრებილები.
ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება ინტერესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი. თბილისს აკვირდებიან, როგორც კაპიტოლიუმიდან, ისე თეთრი სახლიდან. ექსკლუზიური ინტერვიუები სენატორ ჯინ შაჰინთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორ მაიკლ კარპენტერთან.
მეტის ჩატვირთვა