„2006 წელს ქართველების მასობრივი დეპორტაცია, იყო აბსოლუტურად ფაშისტური აქტი რუსეთის მხრიდან. ვფიქრობ, რუსეთში არ სურთ პუტინის სახე გამოჩნდეს მთელ მსოფლიოში, ამიტომაც ბლოკავენ ამ ფილმს,“- აცხადებს რუსუდან გლურჯიძე, რეჟისორი, რომლის ფილმის, „ანტიკვარიატის“, ჩვენება ვენეციის კინოფესტივალზე გაუქმდა.
სიცრუე, დეზინფორმაცია, პროპაგანდა“ - ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში ასე ჩინეთისა და რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურებიან, სადაც პეკინი და მოსკოვი, დასავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს „ფერადი რევოლუციების“ მოწყობაში ადანაშაულებენ.
თბილისში, ინგოროყვას 22-ში, 100 წლის წინ „ჩეკა“ იყო განთავსებული. „სოვლაბმა“ 1924 წლის აჯანყების თარიღი ტერორის სახლის წინ, რეპრესირებულ ადამიანთა გვარების საჯარო წაკითხვით აღნიშნა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყების სახელით ცნობილ ეროვნულ წინააღმდეგობას, 3900-დან 7000-მდე მოქალაქის დახვრეტა მოჰყვა.
„ბრძოლა მაინც მოგვიწია, ოსებს არა, რუსებს ვებრძოდით, ფაქტია. შედეგი უნდა გვქონოდა, მაგრამ არ გვაქვს არაფერი, ჯერ არაა საქართველო ერთიანი. გლახა მეზობელი რომ გყავს, რას იზამ, შენ ხომ არ გადასახლდები, სად წავიდეთ? იქნებ, ოდესმე დადგეს დრო, ეგენიც [რუსები]ადამიანები გახდნენ“,- მზია ჩლაიძე, ერგნეთიდან.
მეტის ჩატვირთვა