ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტმა 2025 ფინანსური წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში რეკორდულ 1,147 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა ოთხშაბათს, 12 მარტს გაავრცელა. 307 მილიარდი დოლარის დეფიციტი თებერვალშია დაფიქსირებული, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამ თანამდებობაზე ყოფნის პირველი სრული თვისთვის არსებული მონაცემია. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა.
ხაზინამ განაცხადა, რომ თებერვლის დეფიციტი წინა წლის მონაცემთან შედარებით 11 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რადგან ვალის პროცენტის, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის შეღავათების ხარჯებმა შემოსავლების ზრდა გადაფარა.
ტრამპის მიერ მთავარი სავაჭრო პარტნიორებისგან იმპორტზე თავდაპირველად დაწესებულმა ტარიფებმა და მისი ადმინისტრაციის ძალისხმევამ, მთავრობის ხარჯები შეეკვეცა, ჯერ-ჯერობით შედეგებზე მცირე გავლენა აჩვენა.
თებერვლის შემოსავალმა შეადგინა $296 მილიარდი, რაც ამ თვის რეკორდული მაჩვენებელია. ეს მაჩვენებელი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9%-ით ანუ 25 მილიარდი დოლარით გაიზარდა. მაგრამ თებერვალში დანახარჯებმა შეადგინა $603 მილიარდი, რაც ასევე რეკორდულია იმ თვისთვის და წინა წელთან შედარებით 6%-ით, ანუ 36 მილიარდი დოლარით გაიზარდა.