"თუკი ქვეყანა არ ასრულებს იმ ორგანიზაციების პირობებს, რომლის წევრობაც სურს, და არ იზიარებს მის ღირებულებებს, ეს ცხადია, მისი სუვერენული უფლებაა. მაგრამ მეორე მხარესაც ასეთივე უფლება აქვს, არ სურდეს მიიღოს თავის წრეში ის, ვინც განსხვავებულ გზას ირჩევს" - ამბობს ლატვიის პრეზიდენტი "ამერიკის ხმასთან"
"საით იყურება საქართველოსთვის ის გვირაბი, რომლის ბოლოსაც სინათლეა - დასავლეთით თუ ჩრდილოეთისკენ?" - მინისტრი ჰანო პევკური ამბობს, რომ ქართველი ხალხის და მისი მთავრობის არჩევანია, როგორ წარიმართება მისი მომავალი, თუმცა იმედოვნებს, რომ ქართველები კვლავ დასავლეთს აირჩევენ. ოპერატორი: არტემ კოჰანი
თადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბოლო წლებში თავდაცვის კუთხით ინსტიტუციური რეფორმების გატარების მზაობა არ არსებობდა. ე.წ. "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ კი, თუკი პარტნიორებისგან დახმარება შემცირდება, ეს თავდაცვის შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს.
თუკი ქვეყანა იწყებს საკუთარი თავის ჩინელებისა და რუსებისთვის მიყიდვას და ამავე დროს ამბობს, რომ კვლავ პრო-ევროპულია, მაშინ სიტყვებსა და საქმეებს შორის განსხვავებას ვხედავ" - ამბობს ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კალევ სტოიჩესკუ.
"ქართველმა ხალხმა, საქართველოს მთავრობამ და ქართულმა ბიზნეს საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთონ, - უნდათ იყვნენ თავისუფალ სამყაროში, თუ სურთ ავტოკრატიულ სამყაროში, როგორც ვლადიმირ პუტინის სატელიტი? სცადო იყო ორივე ადგილზე ერთდროულად, შეუძლებელია", - ამბობს მაკფოლი.
მეტის ჩატვირთვა