ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი


Belarus Russia
Belarus Russia

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოცემულ სპეციალურ გაფრთხილება-რეკომენდაციაში მოქალაქეებს მოუწოდა, ბელარუსი დატოვონ.

„ბელარუსის ხელისუფლების მიერ ადგილობრივი კანონების თვითნებურად გამოყენებისა და დაკავების საფრთხის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მხარდაჭერის, ასევე რეგიონში გაზრდილი არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი ვითარების გამო, არ იმოგზაუროთ ბელარუსში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბელარუსში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ურჩევენ, მოერიდონ საჯარო დემონსტრაციებს. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ საკუთარ ელექტრონულ მოწყობილობებს, ვინაიდან ინფორმაცია, რომელსაც ისინი შეიცავს, შეიძლება მათი დაკავების საფუძველი გახდეს.

„ამერიკის მოქალაქეებმა რეგულარულად უნდა განიხილონ ქვეყნის დატოვების შესაძლო გეგმები საგანგებო ვითარების წარმოქმნის შემთხვევისთვის. მეზობელ ქვეყნებთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტები ზოგჯერ გაუფრთხილებლად იკეტება", - აღნიშნავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.

შეერთებულმა შტატებმა მინსკში თავისი საელჩოს მუშაობა 2022 წლის 28 თებერვალს შეაჩერა. დიპლომატიური უწყების განმარტებით, ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც ბელარუსში იმყოფებიან და საკონსულო მომსახურება ესაჭიროებათ, უნდა ეცადონ, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ქვეყანა და მიმართონ შეერთებული შტატების საელჩოს ან საკონსულოს სხვა ქვეყანაში.

XS
SM
MD
LG