"ბევრს, ვინც ბოლო არჩევნებზე ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, სჯეროდა, რომ ამ პარტიას კვლავ სურდა საქართველოს ევროკავშირში შეყვანა. ახლა ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი აღარ არის, საკუთარი მხარდამჭერების მოტყუება, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ" - ამბობს "ჰადსონის ინსტიტუტის" მკვლევარი.
"ასეთი ლიდერობის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება - ამბობს მარკო მიჰკელსონი. ესტონელი პარლამენტარის აზრით, ეს მდგომარეობა ხელს მხოლოდ რუსეთს აძლევს და თუ მთავრობის ლეგიტიმურობაზე კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ეს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე არაერთ გამოწვევას შეუქმნის.
რაც უფრო მეტი დრო გადის, მეტი ვიცით იმაზე, რა მოხდა და უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", - ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი, "საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის" ევრაზიის კვლევების ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი.
რას ფიქრობს ის წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე და ასევე იმაზე, სჭირდება თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტიტუციით გარანტირებული დაცვა? - ამ და სხვა ბევრ თემაზე მეუფე “ამერიკის ხმის” ჟურნალისტს, ქართლოს შარაშენიძეს ესაუბრა.
როგორ მოქმედებს "მშვიდობის შენარჩუნებაზე" საუბარი წინასაარჩევნოდ? როგორ მოქმედებს ეს საზოგადოებაზე, რა პოლიტიკური გათვლა აქვს „ქართულ ოცნებას“ და შეუძლია თუ არა ვინმეს, დაჰპირდეს ქართველებს, რომ რუსეთის აგრესიის თავიდან აცილებას შეძლებას. ინტერვიუ ბრაიან უიტმორთან, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევართან.
"რასაც ახლა „ქართული ოცნებისგან“ ვხედავთ, ეს არ მომხდარა ერთ ღამეში ან წინასაარჩევნო პერიოდში. ეს ისაა, რაც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში გრძელდება. ეს არის ევროპისგან და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორება და რუსეთთან დაახლოება", - ამბობს დეზინფორმაციის მკვლევარი, ნინა იანკოვიჩი.
გავლენიანი ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ოქტომბრის არჩევნების შესახებ მოლოდინებზე, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
საქართველოში "ენ-დი-აის" ყოფილი დირექტორი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების დამკვირვებლების დისკრედიტაციას ცდილობს. ლორა თორნტონი ახლა "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორია. მას ვკითხეთ, რა გამოწვევებს ხედავს საქართველოში წინასაარჩევნოდ.
მეტის ჩატვირთვა