რას ფიქრობს ის წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე და ასევე იმაზე, სჭირდება თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტიტუციით გარანტირებული დაცვა? - ამ და სხვა ბევრ თემაზე მეუფე “ამერიკის ხმის” ჟურნალისტს, ქართლოს შარაშენიძეს ესაუბრა.
როგორ მოქმედებს "მშვიდობის შენარჩუნებაზე" საუბარი წინასაარჩევნოდ? როგორ მოქმედებს ეს საზოგადოებაზე, რა პოლიტიკური გათვლა აქვს „ქართულ ოცნებას“ და შეუძლია თუ არა ვინმეს, დაჰპირდეს ქართველებს, რომ რუსეთის აგრესიის თავიდან აცილებას შეძლებას. ინტერვიუ ბრაიან უიტმორთან, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევართან.
"რასაც ახლა „ქართული ოცნებისგან“ ვხედავთ, ეს არ მომხდარა ერთ ღამეში ან წინასაარჩევნო პერიოდში. ეს ისაა, რაც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში გრძელდება. ეს არის ევროპისგან და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორება და რუსეთთან დაახლოება", - ამბობს დეზინფორმაციის მკვლევარი, ნინა იანკოვიჩი.
გავლენიანი ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ოქტომბრის არჩევნების შესახებ მოლოდინებზე, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
საქართველოში "ენ-დი-აის" ყოფილი დირექტორი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების დამკვირვებლების დისკრედიტაციას ცდილობს. ლორა თორნტონი ახლა "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორია. მას ვკითხეთ, რა გამოწვევებს ხედავს საქართველოში წინასაარჩევნოდ.
„საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება ხედავს რა ხდება და აცნობიერებს, რომ ვითარება შეიძლება გაუარესდეს. ეს კი, საქართველოს უფრო დაუცველ მდგომარეობაში დატოვებს“ - ამბობს ჯონ ბოლტონი.
მეტის ჩატვირთვა