"ვერ ვიგებ, რატომღა დავიტანჯეთ ასე, თუ ისევ რუსეთის კლანჭებში უნდა ჩავეგდეთ ამ ხელისუფლებას", - ამბობს ერგნეთში "აგვისტოს ომის მუზეუმის" დამფუძნებელი ლია ჩლაიძე. მუზეუმი მან USAID-ის დახმარებით, საკუთარი სახლის სარდაფში გახსნა. ექსპონატებს შორის აწ გარდაცვლილ ომის შემსწრეთა უნიკალური მოგონებებიცაა.
კეხვი ერთია იმ 125 სოფლიდან, რომელიც 2008 წლის შემდეგ ოკუპირებულია. დღეს ის უფრო მიწის ფრაგმენტია, ვიდრე სოფელი. კეხვში ცხოვრების კვალი წაშალეს, თუმცა ადამიანების მეხსიერება აცოცხლებს და შთამომავლებისთვის ინახავს ლიახვის ხეობის ტრადიციების შესახებ ცოდნას, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით.
ცხინვალიდან დევნილმა მურაზ და ნანული რომელაშვილებმა რუსეთთან ომში ორივე შვილი დაკარგეს. 16 წლის წინ, პირველები ოკუპირებულ ცხინვალში, სწორედ ძმების ტანკები შევიდნენ. გმირების მამა ამბობს, რომ ბოლო წლებში, განსაკუთრებით შეურაცხყოფილია მზარდი რუსული პროპაგანდით და რომ „აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო“.
ნუნუ ჩლაიძე, მასწავლებელი ფხვენისიდან, 2008 წლის ომის დროს, რუსმა ოკუპანტებმა მანქანაში ჩაცხრილეს. მძიმედ დაჭრილი შინდისში, ბრძოლის ველზე აღმოჩნდა. ადგილობრივების დახმარებით, სამშვიდობოს გავიდა, მაგრამ მისი ოჯახის ისტორია სავსეა ტრაგიზმით. "რომ ვიხრჩობოდე, რუსებისგან წყალს არ ავიღებ,"- ამბობს იგი.
მეტის ჩატვირთვა