სომხეთში 24 ივლისს დასრულდა, სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნა „პარტნიორი არწივი“, რომელიც წელს მეორედ გაიმართა. 25 ივლისს, საქართველოში მეცხრედ უნდა დაწყებულიყო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, თუმცა, პენტაგონმა, „დემოკრატიის უკუსვლის“ გამო, წვრთნები გაურკვეველი დროით გადადო
რუსებმა უკრაინის არმიის ქართველი მოხალისე, 22 წლის მამუკა გაწერელია, რომელსაც თებერვალში უკანონოდ, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ციხეში, "ტორბეევსკი ცენტრალში" გადაიყვანეს. ეს კოლონია მორდოვეთში მდებარეობს. რუსების ტყვეობაში უკრაინის არმიის კიდევ რვა ქართველი მებრძოლი რჩება
როუზ გიოტმიოლერი, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა, მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის. საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ რიტორიკას კი ამ ურთიერთობებზე დამანგრეველი ეფექტი აქვს.
თბილისში საპროტესტო გამოსვლების დროს და მას შემდეგაც, არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით,, ამ დრომდე, ე.წ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე ძალადობის არცერთი ფაქტი არ გამოძიებულა. პარალელურად, მოსამართლეები აქტივისტებს აჯარიმებენ, ნაწილს კი ისევ პატიმრობაში ტოვებენ. დეტალებით ზაზა წულაძე.
მეტის ჩატვირთვა