ევროსაბჭო საქართველოს სთხოვს, აპრილამდე ხელახალი არჩევნების თარიღი დანიშნოს და ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. რა პოლიტიკური გზავნილია ეს საქართველოსთვის და როგორ გაგრძელდება ევროპისა და საქართველოს ურთიერთობა. ინტერვიუ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვასთან.
ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 12 იანვრის შემდეგ შიმშილობს. სახელმწიფო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ძალიან მწირ ინფორმაციას ავრცელებს. “ამერიკის ხმა” უფლებადამცველ ორგანიზაციებს სწორედ მზიას პატიმრობის შესახებ ესაუბრა.
“ის, რომ მზია პატიმრობაში იმყოფება პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა”,- ამბობს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” წარმომადგენელი. ის ამბობს, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და საჭირო სამედიცინო პროცედურებზე წვდომა უნდა ჰქონდეს.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიწვეულ მაღალი რანგის სტურმებს შორის იყოს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ვაშინგტონში კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. ზურაბიშვილს შეხვედრები ჰქონდა ვაშინგტონში სხვადასხვა ორგანიზაციასა და საკანონმდებლო ორგანოშიც.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ამერიკის ხმასთან" ვაშინგტონში თავის ვიზიტს აფასებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა საზეიმო ფიცი დადეს. უამინდობის გამო ინაუგურაცია კაპიტოლიუმის შენობის შიგნით ჩატარდა, თუმცა საზეიმო ღონისძიებების სანახავად, ვაშინგტონში მთელი ქვეყნიდან ჩავიდნენ.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, საზეიმო ფიცი დადეს და საქმიანობას ოფიციალურად შეუდგნენ. "ამერიკის ხმის" ჩართვა "მთავარის" ეთერში.
ამერიკის დედაქალაქში უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომებია მიღებული. ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის საზეიმო ფიცის დადებისთვის ემზადებიან. "ამერიკის ხმის" ჩართვა "მთავარის" ეთერში.
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის საზეიმო ფიცის დადებისთვის ემზადება. "ამერიკის ხმის" ჩართვა "ტვ პირველის" ეთერში საზეიმო ცერემონიის სამზადისისა და ინაუგურაციის ტრადიციის შესახებ.
ამერიკის ახალი მოწვევის კონგრესში საქართველოზე უკვე ორი საკანონმდებლო ინიციატივაა წარდგენილი. ერთი - განახლებული „მეგობარი აქტია“, მეორე კი - „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“. დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები ამბობენ, რომ ამერიკა ქართველი ხალხს სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას მხარს უჭერს.
“შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია”,- ასე პასუხობს ჯო უილსონი “ქართული ოცნების” ბრალდებას და ამბობს, რომ დარწმუნებულია, დამტკიცების შემთხვევაში, "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს.
ამერიკელი კონგრესმენები, ჯო უილსონი და სტივ კოენი "მეგობარი აქტის" შემდეგ, "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარადგენენ.
უმნიშვნელოვანესია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკამ რუსეთის სასარგებლოდ ქმედებებისთვის დაასანქცირა- ამბობს დენ ფრიდი. მისი თქმით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება ადამიანის უფლებების დარღევის გამოც შეეძლოთ, რაც არ გააკეთეს და ეს ბევრს მეტყველებს ამერიკის მთავრობის მიდგომაზე.
მეტის ჩატვირთვა