ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების განცხადებით, ვაშინგტონი ამერიკელი ჯარისკაცების ერაყში შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ერაყის მთავრობის მხრიდან წამოვა მოთხოვნა ერაყის უშიშროების ძალების ტრეინინგის მიზნით. ეს გადაწყვეტილება კი ოფიციალური ბაღდადის მხრიდან ჯერჯერობით არ ყოფილა მოწოდებული.
როგორც ჩანს, ერაყის ხელისუფლებას წინააღმდეგობრივ ინტერესებთან უწევს გამკლავება. ერთის მხრივ-ეს არის საზოგადოების მოთხოვნა -ერაყიდან უცხოური ჯარების სრული გაყვანის შესახებ. მეორეს მხრივ, არსებობს შიში, რომ გარეშე ძალის არარსებობის პირობებში, ერაყი შესაძლოა უფრო ღრმა რელიგიური დაპირისპირების შუღლმა მოიცვას და ირანიდან ჩარევის საფრთხეც გაზარდოს.
გასულ კვირას, ვინაობადაუდგენელი ამერიკელი სამხედრო წყაროები იტყობინებოდნენ, რომ პენგაგონი მხარს უჭერდა რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცის დატოვებას ერაყში.
გასულ ხუთშაბათს, ამ საკითხზე კომენტარს თავი აარიდა პენტაგონის პრეს სპიკერმა ჯორჯ ლითლმა და თქვა, რომ მოლაპარაკებები ერაყისა და აშშ მთავრობას შორის ჯერ კიდევ მიმდინაროებდა. ლითლი: „ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული თუ რა მოხდება 2011 წლის შემდეგ. დღესდღეობით, ამერიკისა და ერყის მთავრობას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ საკითხის შესახებ. შესაბამისად, თუ ვინმეს ზუსტი ციფრი უკვე გააჩნია ჩვენი ჯარების რაოდენობასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ სპეკულაციაა.“
ამ წუთებში, ერაყში 45, 000 ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული. როგორც პრეზიდენტი ობამა აცხადებს, წლის ბოლომდე, ყველა მათგანი გავა ერაყიდან, ისე როგორც ეს ორ ქვეყანას შორის 2008 წლით დათარიღებული ორმხრივი შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
ამერიკის საზვაო ფლოტის კაპიტანი ჯონ კირბი ამბობს, რომ ამერიკელი ჯარების გაყვანის პროცესი გეგმიურად მიმდინარეობს, თუმცა იქ ამერიკული ძალების დარჩენისთვის მიზეზი არსებობს.
კირბი აცხადებს, რომ უკვე დიდი ხანია, ამერკელებმა იციან რომ ერაყის სამხედრო-თავდაცვით შესაძლებლობებში ჩავარდნები არსებობს და რომ ამერიკელების რწმენით, მათ გარკვეული დახმარების ამოჩენა შეუძლიათ. ახლა კი ვაშინგტონი ბაღდადის ოფიციალურ შეტყობინებას ელის, რათა ტრეინინგის მიზნით ამერიკელი ჯარები ერაყში დატოვოს 2011 წლის შემდეგ.
სამი წლის წინ, ამერიკისა და ერაყის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამერიკელი ჯარების გაყვანა 2011 წლის ბოლოსთვის დასრულდებოდა რაც ერთის მხრივ, ეფუძნებოდა გათვლებს, რომ ერაყის მთავრობა პროგრესს მიაღწევდა მმართველობისა და თავდაცვით სფეროებში.
ვაშინგტონში არსებული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტი ენტონი კორდესმანი ამბობს, რომ პროგრესი ვერ შედგა, ისე როგორც ვარაუდობდნენ და ეს ნაწილბრივ 2008 წელს ერაყის საბიუჯეტო კრიზისის გავლენითაც მოხდა. კორდესმანი ამბობს, რომ ბევრ სხვა ფაქტორს შორის ერაყის მთავრობა იძულებული იყო შეიარაღებულ ძალებში ახალწვეულთა აყვანა გაეჩერებინა. იყო არაერთი სხვა პრობლემაც, რამაც ბაღდადს მიზნის მიღწევაში შეუშალა ხელი. ერაყში ამ ეტაპზე არ არსებობს ნორმალური შინაგან საქმეთა ან თავდაცვის მინისტრები და არც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველი
ცოტა ხნის წინ, ერაყში ამერიკის ძალების მთავრსარდალუი გამოვიდა ინიციატივით ქვეყანაში 14-18 000 ამერიკელი ჯარისკაცის დატოვების შესახებ. რამდენიმე დღის წინ ანალოგიური განცხადება გაჟღერდა გავლენიან „ნიუ იორკ თაიმსშიც“, სადაც ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის ვარაუდის ციტირება ხდებოდა, რომ პენტაგონის შეფს ერაყში 3 ათასი ჯარისკაცის დატოვება სურდა.
ამ ფონზე, სხვადასხვა ამერიკელი ანალიტიკოსები, ენტონი კორედესმანის ჩათვლით, ვარაუდობენ, რომ ერაყში შესასრულებელი ამოცანების კომპლექსურობის გამო ამერიკელი ჯარისკაცესბის აღნიშნული რაოდენობა შესაძლოა არასაკმარისი იყო.
გადაწყვეტილების მიღებამდე, ერაყის ლიდერები სავარაუდოდ დაფიქრდებიან თუ როგორ დააბალანსონ ამერიკელი ჯარისკაცების არაოდენობა იმ სამხედრო კონტიგენტის იმ რაოდენობით, რომლის ერაყში დატოვების სურვილი თავად ერაყის მოსახლეობას გააჩნია