ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში თავდასხმები გახშირდა


ერაყში თავდასხმები გახშირდა
ერაყში თავდასხმები გახშირდა

ერაყის ხელისუფლების განცხადებით ამ ქვეყანაში მომხდარი რამდენიმე თავდასხმის შედეგად სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა, მათ შორის ერაყელი ჯარისკაცები და პოლიციელებიც არიან.

ერაყის პოლიციის განცხადების თანახმად ქალაქ ჰილას გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რამაც 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ტერაქტს ორი პოლიციელი ემსხვერპლა. დაიჭრა 40 ადამიანი.

ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა ანბარის პროვინციის ქალაქ ჰაბანიაში მდებარე სამხედრო ბაზასთან, დაიღუპა ორი და დაიჭრა 10 ჯარისკაცი.

ბაღდადის ჩრდილოეთში კი უშიშროების პატრულს გაუხსნეს ცეცხლი. ამ თავდასხმის შედეგად პოლიციის ორი ოფიცერი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG