ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტაბილურობა ერაყში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას


The Iraqi army patrols Baghdad's Fadhil district, Iraq, Tuesday, March 31, 2009. The U.S. military is seeking to reassure its Sunni allies that it would support them despite fears that the Shiite-led government plans a purge of their ranks after a weekend
The Iraqi army patrols Baghdad's Fadhil district, Iraq, Tuesday, March 31, 2009. The U.S. military is seeking to reassure its Sunni allies that it would support them despite fears that the Shiite-led government plans a purge of their ranks after a weekend

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები წლის ბოლოს ერაყიდან გამოსვლის დაწყებას გეგმავს. პირველად სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე ამერიკელ ჯარისკაცებს შორის უკანასკნელ თვეში მსხვერპლი არ ყოფილა. აგვისტო ბოლო 8 წლის მანძილზე ისედაც შედარებით ნაკლები დანაკარგით აღინიშნებოდა ხოლმე.

პენტაგონისთვის ეს იმის ნიშანია, რომ ერაყი დღეს უფრო უსაფრთხოა, ვიდრე აქამდე. თუმცა ერაყელები, რომლებსაც კარგად ახსოვთ სულ რამდენიმე კვირის წინ მომხდარი აფეთქებების სერია, თვლიან, რომ ძალადობა არსად არ მიდის და ქვეყნის უსაფრთხოება გარანტირებული არ არის.

ამერიკას და ერაყს შორის დადებული 2008 წლის ხელშეკრულებით 40 ათასი ჯარისკაცი ერაყს 31 დეკემბრამდე დატოვებს. მანამდე კი შეერთებული შტატების არმიის ოფიცრები ერაყის ჯარებს წვრთნიან და უფლებამოსილებათა გადაცემისთვის ამზადებენ. ერაყში ამერიკული ჯარების მეთაური, პოლკოვნიკი ბრაიან ვინსკი აცხადებს, რომ მისი ჯარისკაცები ჩრდილოეთ ერაყის ნინევეს პროვინციაში ერაყელ ოფიცრებს ეროვნული ჯარის წვრთნაში ავარჯიშებენ.

ყველაფერი თუ გეგმის მიხედვით განვითარდა, ამერიკული ჯარის ნაწილები პროვინციას მალე დატოვებენ. დარწმუნდებული ვარ, ერაყის არმია საქმეს თავს კარგად გაართმევს“.

იმის მიუხედავად, რომ აგვისტო ამერიკელებისთვის შედარებით მშვიდი თვე იყო, ერაყელებისთვის ბოლო ორი კვირა რელიგიური შუღლის ნიადაგზე მომხდარი სასტიკი ძალადობით აღინიშნა. ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით 155 ადამიანი დაიღუპა აგვისტოს შეტაკებებში. სულ ახლახან, რამადანის დროს ბაღდადში სუნიტთა მეჩეთში მომხდარი აფეთქების გამო 29 ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე ათეული დაიჭრა.

შეერთებული შტატები ირანს ერაყელ შიიტთა მხარდაჭერაში ადანაშაულებს. არსებობს იმის საშიშროება, რომ ამერიკის არმიის ერაყიდან გამოსვლის შემდეგ თეირანი არსებული სიცარიელის შევსებას შეეცდება.

ჯონ პაიკს, სამხედრო საინფორმაციო ვებ-გვერდის - „გლობალური უსაფრთხოება“- დირექტორს (globalsecruity.com), მიაჩნია, რომ ერაყში რელიგიურ დაპირიპირებათა ესკალაციის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

ახალ დემოკრასტიასთან გვაქვს საქმე. მათ დრო დასჭირდებათ, სანამ გაერკვევიან, თუ როგორ უნდა მართონ ქვეყანა. მგონია, რომ ერაყში ომის და მშვიდობის თანაბარი საფრთხე არსებობს. დიდი მნიშვნელობა ექნება მომავალ საგარეო პოლიტიკას, იმას, თუ რა როლს ითამაშებენ ძალთა გადანაწილებაში პოლიტიკოსები, რომლებიც პრო-ირანული ან პრო-ამერიკული ორიენტაციის არიან“.

არსებობენ ერაყელები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი თავს სადამ ჰუსეინის დროს უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ. დიქტატორი ოპონენტებს ძალზე აგრესიულად უტევდა და ამარცხებდა. ამიტომ რიგით მოქალაქეებს რელიგიურ დაპირისპირებებში შემთხვევით მოხვედრის არ ეშინოდათ.

მაიკლ ოჰანლონი ბრუკინგსის კვლევით ინსტიტუტში თავდაცვის სპეციალისტია. ის თვლის, რომ ძალადობა ერაყში, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგრამ მდგომარეობა ძლიერ გამოკეთდა თუნდაც წინა ოთხ წელთან შედარებით, როდესაც კონფლიქტმა პიკს მიაღწია. მისი აზრით ჰუსეინის გარეშე და დღევანდელი სტაბილურობით ერაყს მშვიდობის და განვითარების მეტი შანსი აქვს. „ახლა ყველაფერი რიგით ერაყელებზეა დამოკიდებული“, ამბობს ის.

იმის მიუხედავად, რომ ჯერ მაინც ადრეა იმის შეფასება, ღირდა თუ არა სადამ ჰუსეინის ჩამოგდება, მაინც შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამერიკის სამხედრო მისია წარმატებით დასრულდა. ვგულისხმობ იმას, რომ თუკი ერაყელები საკუთარი ქვეყნის მართვას თავს ვერ გაართმევენ, ეს არ იქნება საერთაშორისო კოალიციის ან შეერთებული შტატების არმიის ბრალი. მათ, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს“.

ამერიკული შენაერთების ერაყიდან გამოყვანის დასაწყებად ყველაფერი მზად არის. ჯერჯერობით მათი სრული გამოყვანაა დაგეგმილი. მაგრამ ოფიციალური პირების განცხადებით სიტუაციის მიხედვით და თუკი ერაყელი ლიდერები ამას ოფიციალურად მოითხოვენ, შესაძლოა მათ მცირე ნაწილი ქვეყანაში შენარჩუნდეს.

XS
SM
MD
LG