ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: უკრაინაზე ამერიკასთან მოლაპარაკებაში ახალი არაფერია


წითელი მოედანი, მოსკოვი, რუსეთი. 21 იანვარი, 2025 წ.
წითელი მოედანი, მოსკოვი, რუსეთი. 21 იანვარი, 2025 წ.

11 თებერვალს კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ახალი არაფერია შეერთებულ შტატებთან უკრაინის თაობაზე მიმდინარე დისკუსიებში. დმიტრი პესკოვს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ცნობებზე, თითქოს რუსეთში ჩავიდა ვაშინგტონის ოფიციალური პირი, სტივ უიტკოფი - შეერთებული შტატების საგანგებო დესპანი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.

პესკოვმა პასუხად თქვა, რომ კონტაქტი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთს შორის სხვადასხვა დონეზე მყარდება და ის უფრო გახშირებულია. მაგრამ, კრემლის პრესსპიკერის თქმით, ამ მომენტში მას სათქმელად ახალი არაფერი აქვს.

რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ფრენების მაკონტროლებელმა სამსახურებმა მოსკოვში დააფიქსირეს ამერიკიდან აფრენილი კერძო თვითმფრინავის დაშვება. მოგვიანებით, "როსავიაციამ", რუსეთის ავიაციის მარეგულირებელმა ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.

"როსავიაციის" განცხადებით, ფრენა ვაშინგტონიდან მოსკოვში "ჰუმანიტარულ თანამშრომლობას" შეეხებოდა და ის სამედიცინო ხასიათის იყო. თვითმფრინავთან, ტვირთთან, ან ბორტზე მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით, რუსეთის ავიაციის მარეგულირებელს სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებია.

ახევე ცნობილი გახდა, რომ პარალელურად, ლინ ტრეისიმ - რუსეთში შეერთებული შტატების ელჩმა - მოლაპარაკება გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან. სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ტრეისიმ და რიაბკოვმა ისაუბრეს უცხოეთში რუსეთის დიპლომატიურ მისიათა ოპერაციებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG