ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკიმ კურსკის ოპერაციის დაწყებიდან ნახევარი წლის გასვლა აღნიშნა


დაზიანებული ლენინის ძეგლი ქ. სუჯაში, კურსკის ოლქი, რუსეთი. 16 აგვისტო, 2024 წ.
დაზიანებული ლენინის ძეგლი ქ. სუჯაში, კურსკის ოლქი, რუსეთი. 16 აგვისტო, 2024 წ.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მოსაზღვრე კურსკის ოლქში ჩატარებული სამხედრო ოპერაციიდან ექვსი თვის გასვლა აღნიშნა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იქვე პატივი მიაგო უკრაინელ მეომრებს, რომლებიც კურსკის ოპერაციაში დაიღუპნენ.

"ჩვენ მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარებული აქტიური ოპერაციით, რუსეთს ომი შინ მივუტანეთ და სწორედ იქ უნდა იგრძნონ მათ ის, თუ რა არის ომი და ისინი ამას გრძნობენ კიდეც", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში, რომელიც 6 თებერვალს, მოგვიანებით გააკეთა.

ზელენსკიმ შეაქო უკრაინელი ჯარისკაცების შეუპოვრობა. პრეზიდენტის თქმით, შეზღუდული რესურსების მიუხედავად, მათ აჩვენეს, რომ უკრაინას შეუძლია "ჩაატაროს გადამწყვეტი, მოულოდნელი და ეფექტიანი ოპერაციები".

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას ისევ დრონებითა და რაკეტებით უტევდა. უკრაინის თავდაცვის ცნობით, მათ რუსების მიერ გაშვებული 77 დრონიდან 56 ჩამოაგდეს.

უკრაინის ოფიციალური წყაროების მიხედვით, იერიში მოხდა ქვეყნის რამდენიმე ნაწილში. მათ შორის, დრონები ჩამოაგდეს ჩერკასის, ჩერნიჰივის, დნიპროპეტროვსკის, კიევის, ოდესის, პოლტავის, ვინიცის, ზაპორიჟიის, ჟიტომირის, და ხარკივის მახლობლად.

ბელგოროდის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, ერთ-ერთი დრონი მანქანას მოხვდა და იქ მყოფი 3 ადამიანი იმსხვერპლა. დნიპროპეტროვსკის გუბერნატორმა სერჰი ლუსასკმა სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" დაწერა, რომ იერიშის შედეგად, მათ ოლქში 10 შენობა დაზიანდა. ხარკივის გუბერნატორმა ოლეჰ სინეჰუბოვმა კი განაცხადა, რომ ბაზართან ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა მათთან ელექტროგაყვანილობის ხაზები დააზიანა.

ამერიკული M-113 უკრაინაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:33 0:00

XS
SM
MD
LG