უკვე მეათე თვეა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. გთავაზობთ ემოციებს და უკრაინელი სამხედროების სახეებს ფრონტის ხაზიდან. ფოტოები "რადიო თავისუფლებისა" და სააგენტო "როიტერის" ფოტოგრაფებმა გადაიღეს.
მსოფლიოს უდიდესმა მოქმედმა ვულკანმა 1984 წლის შემდეგ პირველად დაიწყო ამოფრქვევა. ჰავაის კუნძულებზე მომაჯადოებელ სანახაობას ბევრი ადგილობრივი მოსახლე და ტურისტი ადევნებს თვალს.
შობა-ახალი წლის წინ, თეთრი სახლის სადღესასწაულო მორთულობის წამყვან თემად, ჯილ ბაიდენმა ამერიკის კონსტიტუციის პირველი სიტყვები შეარჩია: "ჩვენ, ხალხი" (We the People). ამით პირველი ლედი ხაზს უსვამს რიგითი ამერიკელების მნიშვნელობას და მათ წვლილს ქვეყნის ისტორიაში.
11 ნოემბერს ამერიკამ ვეტერანთა დღე აღნიშნა. ათეულობით ქალაქში ტრადიციულად პატივი მიაგეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანებს, მონაწილეობა მიიღეს მათ საპატივცემულოდ მოწყობილ აღლუმებში და სხვა ღონისძიებებში, მოინახულეს დაღუპულ ჯარისკაცთა საფლავები.
რას აკეთებენ ბავშვები საარჩევნო უბნებზე მაშინ, როცა მშობლები პოლიტიკურ არჩევანს აკეთებენ? გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ამერიკის საარჩევნო უბნებიდან. დღეს, 8 ნოემბერს, აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
მომიტინგე ქალები იჭრიან თმებს და წვავენ ჰიჯაბებს და სხვა თავსაბურავს... სირიელი ქურთი ქალები ირანის მორალის პოლიციაში დაკავებული ახალგაზრდა ქურთი ქალის, 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს აპროტესტებენ. ფოტოები ქ. ქამიშლიშია გადაღებული. საპროტესტო აქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება.
მას შემდეგ რაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მოქალაქეთა ნაწილი ქვეყნის დატოვებას ცდილობს. განსაკუთრებით პოპულარულია, მიმართულებები თურქეთის, სომხეთის და საქართველოს მიმართულებით. თუმცა ირკვევა, რომ რიგებია რუსეთ-ფინეთის საზღვარზეც. გთავაზობთ რეპორტაჟს საზღვრიდან.
დედოფალ ელისაბედის ცხედარი ბუკინგემის სასახლიდან პარლამენტში გადაასვენეს. ქუჩაში გამოსული ათასობით ბრიტანელი მონარქს ემშვიდობება. 14 სექტემბერი, 2022 წ.
პაკისტანში წყალდიდობამ 1000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, მათ შორის ასობით ბავშვია. მთავრობა აცხადებს, რომ ასეთი ძლიერი წვიმები ქვეყანაში ბოლო 30 წელი არ ყოფილა. დაზარალებულთა რიცხვი მილიონზე მეტია.
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი 2022“ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნებში 22 ქვეყნის 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული. 6 წლიანი ისტორიის მანძილზე, წვრთნებში იაპონელი და შვედი სამხედროებიც მონაწილეობენ
რუსეთის ომის დროს უკრაინაში, რუსს სამხედროებს იერიშები ეკლესიებზეც მიაქვთ.გთავაზობთ ფოტოებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან. #ამერიკისხმა
მეტის ჩატვირთვა