უკვე მეათე თვეა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. გთავაზობთ ემოციებს და უკრაინელი სამხედროების სახეებს ფრონტის ხაზიდან. ფოტოები "რადიო თავისუფლებისა" და სააგენტო "როიტერის" ფოტოგრაფებმა გადაიღეს.
სახეები ფრონტის ხაზიდან - ფოტორეპორტაჟი ბახმუტიდან და ლიმანიდან

1
ლიმანში უკრაინელი სამხედროს ეს ფოტო სააგენტო "როიტერმა" 8 დეკემბერს გადაიღო.

2
უკრაინელი სამხედროები ფრონტის წინა ხაზზე ჯავშანტექნიკას ამოწმებენ და ბრძოლისთვის ემზადებიან. ფოტო ლიმანშია გადაღებული.

3
უკრაინელი სამხედრო ფრონტის ხაზიდან, რომელსაც თვალზე ცრემლი აქვს. ფოტო გადაღებულია "რადიო თავისუფლების" მიერ დონეცკშის რეგიონში.

4
56 წლის ვიქტორი ფრონტის ხაზზე ჩაის სვამს. ფოტო 29 ნოემბერს სააგენტო "როიტერმა" დონბასში გადაიღო.