რუსეთის ომის დროს უკრაინაში, რუსს სამხედროებს იერიშები ეკლესიებზეც მიაქვთ.გთავაზობთ ფოტოებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან. #ამერიკისხმა
რუსი სამხედროების სამიზნე ეკლესიებია
1
ეს კადრი მარიუპოლში 28 მარტს არის გადაღებული. რუსმა სამხედროებმა ეკლესიის შენობა დაბომბეს. იერიშის დროს ტაძარი სრულად განადგურდა და დაიწვა.
2
ეს კადრის უკრაინის ქალაქ ლუკაშვიკაშია გადაღებული. ფოტო 27 აპრილით თარიღდება. კადრში ჩანს ეკლესია, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაბომბეს. ტაძარის შიდა ინტერიერი სრულად დაიწვა, განადგურებულია საეკლესიო ნივთებიც.
3
ეს კადრი სივეროდონეცკში, 16 აპრილს არის გადაღებული. კადრში ჩანს ეკლესიის ფასადი და ნატყვიარები. რუსმა სამხედროებმა ეკლესიაზე იერიში არსებული ინფორმაციით რამდენჯერმე მიიტანეს, მაშინ როცა შენობას თავს მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა. 
4
ეს ფოტო 29 მაისს, ხარკივის რეგიონშია გადღებული. ეკლესიის გუმბათი რუსულმა ბომბებმა დააზიანა. 
Facebook Forum