ფოტორეპორტაჟი უკრაინიდან, სადაც ჩანს როგორ შეხვდა უკრაინელ სამხედროთა ნაწილი შობისა და ახალი წლის ღამეს ფრონტის ხაზზე. ფოტოები სააგენტო როიტერის ფოტოგრაფებმა გადაიღეს.
უკრაინაში რუსეთის ომის 300 დღის თავზე უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ჩამოვიდა. ეს ვოლოდომირ ზელენსკის პირველი ოფიციალური ვიზიტია მას შემდეგ რაც უკრაინაში რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. გთავაზობთ ისტორიული ვიზიტის 10 კადრს.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს უკრაინის დედაქალაქიდან, სადაც დღეს საახალწლო ნაძვის ხე დადგეს. ნაძვი მეგობარი ქვეყნების დროშებით არის მორთული და გენერატორების დახმარებით ნათდება. საახალწლო ნაძვის ხის ანთებას ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო დაესწრო.
უკვე მეათე თვეა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. გთავაზობთ ემოციებს და უკრაინელი სამხედროების სახეებს ფრონტის ხაზიდან. ფოტოები "რადიო თავისუფლებისა" და სააგენტო "როიტერის" ფოტოგრაფებმა გადაიღეს.
რას აკეთებენ ბავშვები საარჩევნო უბნებზე მაშინ, როცა მშობლები პოლიტიკურ არჩევანს აკეთებენ? გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ამერიკის საარჩევნო უბნებიდან. დღეს, 8 ნოემბერს, აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
მას შემდეგ რაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მოქალაქეთა ნაწილი ქვეყნის დატოვებას ცდილობს. განსაკუთრებით პოპულარულია, მიმართულებები თურქეთის, სომხეთის და საქართველოს მიმართულებით. თუმცა ირკვევა, რომ რიგებია რუსეთ-ფინეთის საზღვარზეც. გთავაზობთ რეპორტაჟს საზღვრიდან.
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი 2022“ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნებში 22 ქვეყნის 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული. 6 წლიანი ისტორიის მანძილზე, წვრთნებში იაპონელი და შვედი სამხედროებიც მონაწილეობენ
რუსეთის ომის დროს უკრაინაში, რუსს სამხედროებს იერიშები ეკლესიებზეც მიაქვთ.გთავაზობთ ფოტოებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან. #ამერიკისხმა
2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოში ომი დაიწყო და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა. ოკუპაციის პროცესი მას შემდეგ გრძელდება. წელს აგვისტოს ომიდან 14 წელი სრულდება. გთავაზობთ სააგენტო „როიტერის“ ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ სურათებს. #ამერიკისხმა
26 ივლისს ფილიპინებში 7 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. Მასშტაბური ნგრევის შედეგად არიან დაშავებულები და დაღუპულები. ფოტოები მიწისძვრიდან რამდენიმე საათშია გადაღებული.
უკრაინაში ომის 5 თვის განმავლობაში რუსეთი, დაუნდობლად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს. კადრზე აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიები “როიტერის” ფოტოგრაფების რეპორტაჟში.
მეტის ჩატვირთვა