ანგარიში ბოლო ათი წლის მანძილზე მომხდარ ყველაზე მძლავრ ბუნებრივ კატასტროფებს აღწერს. 336 სახეობის სტიქიისაგან მიღებული ზარალი მსოფლიო ქვეყნებს 365.5 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ამ მხრივ აღსანიშნავია იაპონიაში მომხდარი ცუნამი.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევრმთვარის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, სწორედ სტიქიურმა უბედურებებმა და გარემოში არსებულმა ცვლილებებმა განაპირობეს მოსახლეობის მიგრაცია.
სიუ ლემესურიერი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევრმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მიგრაციის განყოფილებაში 20 წელია მუშაობს. მას საკუთარი თვალით უნახავს სტიქიის შედეგად დაზარალებული ლტოლვილების საშინელი მდგომარობა.
„წლევანდელი ანგარიში სწორედ მსგავს ფაქტებზე აკეთებს აქცენტს. განსაკუთრებით, ოჯახისაგან დაშორებული ბავშვების მდგომარეობაა საგანგაშო და დამაფიქრებელი. ქვეყნის მთავრობებმა და საზოგადოებებმა ერთობლივად უნდა მოახდინონ ლტოლვილთა პირობების გაუმჯობესება; ამასთანავე, საჭიროა ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენა დაზარალებულთათვის,“ - ამბობს სიუ ლემესურიერი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში კონფლიქტების შედეგად იძულებით გაადაგილებული 15 მილიონი პირია. მიუხედავად იმასა რომ ბოლო 25 წლის მანძილზე ომების რიცხვმა იკლო, ძალადობა და კონფლიქტები კვლავ დიდ უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოსახლეობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ფედერაციის წარმომადგენელის, სიუ ლემესურიერის განცახდებით, ადამიანები ხშირად სიტუაციის გამო იცვლიან ადგილ-სამყოფელს, რაც თავისთავად სირთულეს წარმოადგენს მათთვის:
„მე პირადად მინახავს ისეთი სიტუაციები, როცა ადამიანებს არამარტო სტიქიის გამო უხდებოდათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, არამედ რთული ეკონომიკური და საშიში პირობების გამო. ხანდახან იყო სეზონური მიგრაციაც, როდესაც იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარ საცხოვრებლებს ხანმოკლე ვადით ტოვებენ და მალევე ისევ უკან ბრუნდებიან.“
ანგარიში ქვეყნის მთავრობებს ასევე საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციებს აძლევს, რომელთა შორისაა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მოქალექობის მიღების საკითები, მათი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა და ინტეგრაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან.

კონფლიქტების შედეგად იძულებით გაადაგილებული 15 მილიონი პირია.