ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა სტიქიით დაზარალებულ ლუიზიანას ესტუმრა


დემოკრატების ეროვნული ყრილობა სამშაბათს ჩრდილოეთ კაროლინას შტატში გაიხსნება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლუიზიანაში ქარიშხალ ისააკით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

ორშაბათს ობამა ნიუ ორლეანიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარე ბაპტისტურ ეკლესიაშიც მივიდა. პრეზიდენტმა მრევლს გამძლეობა და მოთმინება მოუწონა. მან განსაკუთრებით აღნიშნა ლუიზიანას რესპუბიკელი გუბერნატორის ბობი ჯინდალის მიერ სტიქიის დროს გაწეული სამუშაოს შესახებ.

დემოკრატების ეროვნული ყრილობა სამშაბათს ჩრდილოეთ კაროლინას შტატში გაიხსნება. ყრილობაზე დემოკრატიული პარტიის წევრები მეორე ვადით პრეზიდენტობის კანდიდატად ბარაკ ობამას დაასახელებენ.

XS
SM
MD
LG