შეერთებული შტატების დედაქალაქს წუხელ დამანგრეველი ქარიშხალი დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღემატებოდა. ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე 2 მილიონზე მეტი ოჯახი უშუქოდ დარჩა. მათი უმრავლესობა ვაშინგტონში და მის მიმდებარე ვირჯინიის და მერილენდის შტატებში იმყოფება. ოფიციალური წყაროების მიხედვით ელექტრომომარაგების აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.
ჩრდილოეთ ვირჯინიაში ამოგლეჯილი ხეების გამო ორი ადამიანი დაიღუპა და უამრავი ნაგებობა დაზიანდა. ბევრ რაიონს წყალიც ლიმიტირებულად მიეწოდება. ქუჩები უზარმაზარი ხეებით არის ჩახერგილი და შუქნიშნები არ მუშაობს.
ქარიშხალი რეკორდულ სიცხეებს მოჰყვა. ვაშინგტონში მის ამოვარდნამდე ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებდა. ძლიერი ქარის და ჭექაქუხილის გამო კი რამდენიმე წუთში 23 გრადუსი დაფიქსირდა.