6 მარტს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხი კვირით გადაავადა მისი გადაწყვეტილება, 25 %-იანი ტარიფები დაეწესებინა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებული საქონლის უმეტეს ნაწილზე.
ამ მანევრმა ქვეყნის ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან ურთიერთობა გააუარესა და ფინანსურ ბაზრებზეც არეულობა შეიტანა. მანამდე პრეზიდენტმა ტრამპმა ტარიფების გაზრდის განკარგულება ამ ორი ქვეყნიდან შემოტანილ ავტომანქანებზეც შეაჩერა, რადგან ამერიკის სამმა უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯს მათზე და მომხმარებლებზე მძიმე ფინანსური გავლენა ექნება.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლინ ლევიტმა ორი დღით ადრე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ესაუბრა ამერიკელ ავტომწარმოებლებს, მათ შორის "ფორდის", "ჯენერალ მოტორსისა" და "სტელანტისის" ხელმძღვანელებს, ვიდრე ტარიფების შეყოვნების გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა. მისი თქმით, ტრამპმა ავტომწარმოებლებს მოუწოდა, გაზრდილი ტარიფებისთვის თავის არიდების მიზნით, მექსიკური და კანადური წარმოება შეერთებულ შტატებში გადმოიტანონ.
ამ ეტაპზე არავინ იცის, თუ რა მოხდება ტარიფებთან დაკავშირებით ერთ თვეში, ბოლო ვადის მიწურულს.