ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ბიტკოინის სამთავრობო რეზერვს ქმნის


დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 მარტს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ბიტკოინის სამთავრობო რეზერვის შექმნის შესახებ. ეს პირველი ნიშანია იმის, რომ კრიპტოვალუტა შესაძლოა ძირითად ვალუტასთან ერთად მიიღონ.

ტრამპის „კრიპტო მეფედ“ წოდებული, დევიდ საქსის განმარტებით, დონალდ ტრამპის ახალი ბრძანებით, ამერიკის მთავრობა დაიტოვებს დაახლოებით 200,000 ბიტკოინს, რომელიც უკვე ჩამორთმეულია სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში.

"ამერიკა არ გაყიდის რეზერვში გადარიცხულ ბიტკოინს. ის შეინახება როგორც ღირებულების საწყობი. რეზერვი ჰგავს ციფრულ ფორტ ნოქსს იმ კრიპტოვალუტისთვის, რომელსაც ხშირად "ციფრულ ოქროს" უწოდებენ", - დაწერა საქსმა სოციალურ მედიაში.

აღმასრულებელი ბრძანება ითხოვს მთავრობის ბიტკოინის მარაგების „სრულ აღრიცხვას“. საქსის თქმით, ამ მიმართულებით სრული აუდიტი ასდროს მომხდარა. მან დასძინა, რომ ამერიკის მთავრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით 195,000 ბიტკოინი გაყიდა 366 მილიონ დოლარად. მისი თქმით, ამ ბიტკოინების ღირებულება ახლა დაახლოებით 17 მილიარდი დოლარი იქნებოდა, ის რომ მთავრობას არ გაეყიდა.

საქსმა ასევე თქვა, რომ ბრძანება ხაზინისა და ვაჭრობის დეპარტამენტებს საშუალებას აძლევს „განავითარონ ბიუჯეტის ნეიტრალური სტრატეგიები დამატებითი ბიტკოინის შესაძენად“.

XS
SM
MD
LG