ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა


აშშ-ის საელჩო მოსკოვში, რუსეთი
აშშ-ის საელჩო მოსკოვში, რუსეთი

რუსული მედიის მიერ 11 თებერვალს გავრცელებული ცნობით, ლინ ტრეისი - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს შეხვდა და მასთან მოლაპარაკება გამართა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რიას" ინფორმაციით, საუბარი უცხოეთის ქვეყნებში რუსეთის დიპლომატიური ინსტიტუტების ფუნქციონირებას შეეხებოდა. "რიამ" პუბლიკაციის წყაროდ მარია ზახაროვა დაასახელა, რუსეთის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერი.

ერთი დღით ადრე, რიაბკოვმა, რომელიც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში მთავარ საკონტაქტო პირად ითვლება, პრესკონფერენცია გამართა. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებს.

დღესვე, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მას ახალი არაფერი აქვს სათქმელი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით, თითქოს რუსეთში სტივ უიტკოფი ჩავიდა. უიტკოფი შეერთებული შტატების საგანგებო დესპანია ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.

XS
SM
MD
LG