ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონმა კიევს დახმარება დროებით შეუჩერა


ამერიკელი ჯარისკაცები "ბრედლის" ტიპის ტანკებს უკრაინაში გასაგზავნად ამზადებენ. ჩარლსტონი, სამხრეთ კაროლინის შტატი, აშშ. 25 იანვარი, 2023 წ.
ამერიკელი ჯარისკაცები "ბრედლის" ტიპის ტანკებს უკრაინაში გასაგზავნად ამზადებენ. ჩარლსტონი, სამხრეთ კაროლინის შტატი, აშშ. 25 იანვარი, 2023 წ.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას დახმარება დროებით შეუჩერა. თეთრმა სახლმა ეს განცხადება 3 მარტს დღის ბოლოს გაახმოვანა.

“ამერიკის ხმისთვის” წერილობით მიცემულ კომენტარში, ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალი რანგის ფიგურამ, ანონიმურობის დაცვის პირობით აღნიშნა: “ პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ის ფოკუსირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვსურს პარტნიორებმმაც იგივე მიზანს მიაქციონ ყურადღება. ჩვენ ვაპაუზებთ და განვიხილავთ ჩვენს დახმარებას, რომელიც გადაწყვეტას წაადგება”.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს, ერისადმი გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინას ჭირდება “ რეალური, სამართლიანი მშვიდობა”, ისევე, როგორც უსაფრთხოების გგარანტიები, რათა მომავალში რუსეთი ისევ ვეღარ დაემუქროს უკრაინას.”

მან თქვა, რომ “ზუსტადაც რომ უსაფრთხოების გარანტიების არარსებობამ მისცა რუსეთს საშუალება ყირიმის ოკუპაცია და დონბასში ომი დაეწყო 11 წლის წინ”. ახლა კი კარგად ჩამოუყალიბებელი უსაფრთხოების გარანტიების პირორებში, რუსეთი აგრძელებს ომს, განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ტრამპმა 3 მარტს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის მხრიდან უკრაინისადმი დახმარების აღმოსაჩენად.

4 მარტს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ კიევისთვის დახმარების შეჩერება საუკეთესო სვლაა მშვიდობის მიღწევის გზაზე. პესკოვის თქმით, ამან შესაძლოა უკრაინას სამშვიდობო პროცესში ჩართვისკენ უბიძგოს.

XS
SM
MD
LG