პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ხელს მოაწერს უკრაინის იშვიათ მინერალებთან დაკავშირებულ შეთანხმებას, რომელიც შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს ამ წიაღისეულზე წვდომით ის თანხა ამოიღოს, რომელიც რუსეთის თავდასხმის შემდეგ, დახმარების სახით, ვაშინგტონმა კიევს გადაუხადა.
“ეს შეთანხმება ჩვენ დიდ სიმდიდრეს მოგვიტანს”,-თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ მისი პირველი ამოცანაა ომის დასრულება, რომელმაც ასობით ათასი უკრაინელი და რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
რუსეთი ამ ეტაპზე უკრაინის ტერიტორიის მეხუთედს აკონტროლებს და უარს ამბობს რაიმე მონაკვეთის დათმობაზე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისას.
პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში ის იმედოვნებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან და ვლადიმირ პუტინთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევს. გასულ კვირას მისი წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დელეგაციას შეხვდნენ, თუმცა არც უკრაინული მხარე და არც ევროპელი ლიდერები ამ შეხვედრაზე მიწვეული არ ყოფილან.
Facebook Forum