ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონი და მერცი ურთიერთობების ახალ ეტაპზე შეთანხმდნენ, აცხადებს წყარო


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონდა გერმანიის კონსერვატორთა ლიდერი ფრიდრიხ მერც პარიზში გამართული შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ფრანგულ-გერმანულ ურთიერთობებში ახალი თავი გახსნან, განაცხადა მერცის გარემოცვის წევრმა ახალი ამბების სააგენტო “როიტერთან” საუბარში.

შეთანხმება ფართოა და არაერთი ახალი ერთობლივი ინიციატივის საფუძველი იქნება,” – აღნიშნა წყარომ და დაამატა, რომ ოთხშაბათს ელისეს სასახლეში გამართული შეხვედრა მეგობრულ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა.

მაკრონმა, რომელიც ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, ოთხშაბათს დილით ევროკავშირის ლიდერებს ამ მოლაპარაკებების შედეგებზე ისაუბრა.

მერცი, რომლის პარტიამაც გასულ კვირას გერმანიაში ვადამდელ არჩევნებში პირველი ადგილი მოიპოვ, სავარაუდოდ, შეეცდება კოალიციის შექმნას მოქმედი კანცლერის, ოლაფ შოლცის, სოციალ-დემოკრატებთან, რომლებმაც მესამე ადგილი დაიკავეს.

მერცმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროპ უნდა გაერთიანდეს ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირობებში და რაც შეიძლება სწრაფად განავითაროს დამოუკიდებელი თავდაცვისუნარიანობა.

XS
SM
MD
LG