მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა ყოფილ მეტოქეს გამარჯვება მიულოცა. „ეს ამერიკული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია: როცა ჩვენ ვმარცხდებით არჩევნებში, ჩვენ ამ შედეგებს ვაღიარებთ. ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას მონარქიისა თუ ტირანიისგან" - ამ სიტყვებით მიმართა მხარდამჭერებს ჰარისმა.
დონალდ ტრამპმა 7 ნოემბრის დილას მხარდამჭერებს მიმართა და თქვა, რომ ქვეყანას მეორე საპრეზიდენტო ვადისას უფრო დაცულს, უსაფრთხოს და წარმატებულს გახდის. ეკონომიკასა და იმიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები მისი კამპანიის და საარჩევნო დაპირებების უმნიშვნელოვანესი თემები იყო.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტის არჩევამდე სულ 10 დღე რჩება. გადაცემაში "ხედვა ვაშინგტონიდან" შეერთებულ შტატებში საარჩევნო პროცესისთვის დამახასიათებელ, უნიკალურ თავისებურებებს მიმოვიხილავთ.
ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე, პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ყურადღება რამდენიმე გადამწყვეტი, ე.წ. მერყევი შტატისკენაა მიმართული. მათ შორის ერთ-ერთი არიზონაა, რომელიც, როგორ წესი რესპუბლიკელების მხარდამჭერი შტატი იყო, მაგრამ 2020 წელს იქ დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
4 წლის წინ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი მხარდაჭერების მიერ არჩევნების შედეგების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება ახლაც საყურადღებო საკითხად რჩება. გადამწყვეტი შტატების საარჩევნო კომისიების მესვეურები დაბეჯითებით არწმუნებენ მოსახლეობას, რომ ამერიკის არჩევნები სანდო და დაცულია.
ამერიკაში ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელებსა და ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებს განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი თეთრი სახლის მომავალმა ბინადარმა. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საკმაოდ გამოკვეთილად არაერთხელ გამოხატა.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორიოდ კვირით ადრე, ზოგს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მათი წილი ელექტორატში 3-დან 13%-მდე შეიძლება იყოს. სწორედ მათ გადაბირებას ცდილობენ ახლა რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი კამალა ჰარისი იმ 7 შტატში, სადაც შესაძლოა მომავალი პრეზიდენტის ბედი გადაწყდეს.
სახელგანთქმული ადამიანების მიერ, მათთვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატების საჯარო მხარდაჭერა აშშ-ის წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია. მაგრამ, რთული სათქმელია, რა გაველნა შეიძლება ჰქონდეს, არჩევნებზე, მათ მხარდაჭერას.
არჩევნებამდე სულ 2 კვირით ადრე, მარათონი დემოკრატ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შორის კვლავ მინიმალური უპირატესობით მიმდინარეობს. ამერიკელ სპეციალისტთა აზრით, ცნობილ ადამიანთა მხრიდან მათი კამპანიების საჯარო მხარდაჭერა უმეტესად ამომრჩეველთა მობილიზაციაზე ახდენს გავლენას.
მეტის ჩატვირთვა