ამერიკაში ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელებსა და ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებს განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი თეთრი სახლის მომავალმა ბინადარმა. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საკმაოდ გამოკვეთილად არაერთხელ გამოხატა.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორიოდ კვირით ადრე, ზოგს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მათი წილი ელექტორატში 3-დან 13%-მდე შეიძლება იყოს. სწორედ მათ გადაბირებას ცდილობენ ახლა რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი კამალა ჰარისი იმ 7 შტატში, სადაც შესაძლოა მომავალი პრეზიდენტის ბედი გადაწყდეს.
სახელგანთქმული ადამიანების მიერ, მათთვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატების საჯარო მხარდაჭერა აშშ-ის წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია. მაგრამ, რთული სათქმელია, რა გაველნა შეიძლება ჰქონდეს, არჩევნებზე, მათ მხარდაჭერას.
არჩევნებამდე სულ 2 კვირით ადრე, მარათონი დემოკრატ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შორის კვლავ მინიმალური უპირატესობით მიმდინარეობს. ამერიკელ სპეციალისტთა აზრით, ცნობილ ადამიანთა მხრიდან მათი კამპანიების საჯარო მხარდაჭერა უმეტესად ამომრჩეველთა მობილიზაციაზე ახდენს გავლენას.
"პიუს" ცენტრის კვლევის მიხედვით, იმიგრანტები ამერიკის ელექტორატის 10 პროცენტს შეადგენენ. მათი უმრავლესობა შეერთებულ შტატებში უკვე 20 წელზე მეტია ცხოვრობს.
ამერიკულ ელექტორატში 24 მილიონზე მეტი იმიგრანტია, რომელთაც მოქალაქეობა ნატურალიზაციის ლეგალური პროცესით მიიღეს. “ამერიკის ხმა” დაინტერესდა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ არჩევანს 5 ნოემბრის არჩევნებზე.
მიჩიგანი ერთ-ერთია იმ ათზე ნაკლებ შტატს შორის, სადაც პრეზიდენტობის ბედი შეიძლება გადაწყდეს. ნახეთ, როგორი მიდგომა აქვთ დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს ამ შტატის ამომრჩევლის მიმართ და როგორ ცდილობენ შტატის ხმების უმრავლესობის და საბოლოოდ, ამომრჩეველთა კოლეგიის 15 ხმის მოპოვებას.
როგორ აძლევენ ხმას ფოსტით ამერიკის პრეზიდენტს, კანონმდებლებსა და სხვა თანამდებობის პირებს? ასევე, ვსაუბრობთ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატების გამოხმაურებაზე და ოქტომბრის პირველი კვირაში საპრეზიდენტო კანდიდატების, კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის რეიტინგებზე.
მეტის ჩატვირთვა