ამერიკის კინოაკადემიამ "ოსკარის" მთავარი პრიზისთვის 10 ფინალისტი შეარჩია. ნახეთ საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში ნომინირებული კინოფილმების სია. "ოსკარით" დაჯილდოების 96-ე საზეიმო ცერემონია ლოს-ანჯელესში 10 მარტს გაიმართება.
წელს "ოქროს გლობუსზე" ისტორიული დრამა "ოპენჰაიმერი" დომინირებდა - ამერიკაში ატომური ბომბის შექმნაზე გადაღებული ისტორიული დრამა. ყურადღების ცენტრში ასევე მოხვდა გოთიკური კომედიის ჟანრის ფილმი "საცოდავი არსებები", ბლოკბასტერი "ბარბი", ტელესერიალები "მემკვიდრეობა" და "დათვი".
7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, რომელიც იაპონიას ახალი წლის პირველ დღეს დაატყდა თავს, ათობით ადამიანი იმსხვერპლა. ყინვის მიუხედავად, სამაშველო ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ. ისინი შიშობენ, რომ შენობათა ნანგრევებში კიდევ ბევრი ადამიანია მოყოლილი, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.
როგორ შეხვდნენ 2023 წლის შობის დღესასწაულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში? დაათვალიერეთ ფოტოგალერეა.
40 000-ზე მეტი შენობაა დანგრეული ოქტომბრიდან ღაზის სექტორში, მას შემდეგ, რაც ისრაელმა თავდასხმის პასუხად, "ჰამასს" ომი გამოუცხადა. გაეროს ცნობით, ეს პალესტინელთა ანკლავში შენობათა 18%-ზე მეტია.
მსოფლიო რეკორდსმენებმა, გერმანელმა სიუზან და ტომას ჯერომინებმა საკუთარი რეკორდი თავიდან მოხსნეს. მათ შინ 555 ნაძვის ხე აქვთ. თითოეული მათგანი საშობაოდ სხვადასხვაფრადაა მორთულ-მოკაზმული და არაჩვეულებრივ სადღესასწაულო გარემოს ქმნის.
"ჯადოსნური, საოცარი და სასიხარულო" - ეს თეთრი სახლის წლევანდელი საშობაო მორთულობის თემაა. ორშაბათს, 27 ნოემბერს ჯილ ბაიდენმა, ამერიკის პირველმა ლედიმ თეთრი სახლის 2023 წლის სადღესასწაულო მორთულობა წარადგინა. ნაძვის ხის სათამაშოების დიდი ნაწილი ბავშვების დამზადებულია.
ასობით პალესტინელი ისრაელის საჰაერო თუ სახმელეთო იერიშებს გაურბის და თავშესაფარს ეძებს. მოსახლეობას ისრაელის მიერ მიცემული ოთხსაათიანი პერიოდი ჰქონდა იმისთვის, რომ დაეტოვებინა ტერიტორია, სადაც დაჯგუფება „ჰამასსა“ და ისრაელის ძალებს შორის შეტაკებები ხდება.
მაშინ როცა ისრაელს ჰამასის წინააღმდეგ ომი აქვს გამოცხადებული, ამერიკის პრეზიდენტი ისრაელს სტუმრობდა. ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა მოგვიანებით ორი ქვეყნის ლიდერმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.
კლიმატის კვირეულის დროს, აქტივისტებმა ნიუ-იორკში დემონსტრაცია მოაწყვეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამერიკის მთავრობისგან კლიმატის ცვლილებების შესამსუბუქებლად, მეტ ქმედებას და წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე უარის თქმას ითხოვდნენ.
დაძაბულობაა იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე, სადაც ათასობით მიგრანტის ერთბაშად მიწყდომამ კრიზისული ვითარება შექმნა და ადგილობრივებში მღელვარება გამოიწვია. კუნძული ტუნისს და იტალიას შორის მდებარეობს და მას მიგრანტები ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში შესაღწევად იყენებენ.
მეტის ჩატვირთვა