"ოქროს გლობუსის"-2024 გამარჯვებულები და სტუმრები
წელს "ოქროს გლობუსზე" ისტორიული დრამა "ოპენჰაიმერი" დომინირებდა - ამერიკაში ატომური ბომბის შექმნაზე გადაღებული ისტორიული დრამა. ყურადღების ცენტრში ასევე მოხვდა გოთიკური კომედიის ჟანრის ფილმი "საცოდავი არსებები", ბლოკბასტერი "ბარბი", ტელესერიალები "მემკვიდრეობა" და "დათვი".
1
ემა სტოუნმა მოიპოვა "ოქროს გლობუსი" ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "საცოდავი არსებები", კატეგორიაში: მხატვრული ფილმი, მიუზიკლი, ან კომედია. 
2
ცერემონიის მთავარი გმირები: რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი და პროდიუსერი ემა ტომასი (ცოლ-ქმარი). მათმა ფილმმა "ოპენჰაიმერი" 5 "ოქროს გლობუსი" აიღო, მათ შორის - საუკეთესო დრამატული ფილმის, საუკეთესო რეჟისორის და მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის.
3
"ოქროს გლობუსის" მფლობელები, ტელესერიალ "მემკვიდრეობის" წამყვანი მსახიობები: მეთიუ მაკფეიდენი, სარა სნუკი და კიერან კალკინი. 
4
კინოფილმის "საცოდავი არსებები" შემოქმედებითი ჯგუფი. ფილმმა "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე საუკეთესო მუზიკლების და კომედიების ჟანრში გაიმარჯვა. 
Facebook Forum