რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს უკრაინული ქალაქის, სოლედარის აღებას. კიევი მის დაცვას აგრძელებს და ქალაქს არ თმობს. რა შეიძლება იყოს სოლედარზე რუსეთის ინტენსიური იერიშების მიზეზი? ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, შესაძლოა იქ მდებარე მარილის ღრმა მაღაროებია.