დედოფალ ელისაბედის ცხედარი ბუკინგემის სასახლიდან პარლამენტში გადაასვენეს. ქუჩაში გამოსული ათასობით ბრიტანელი მონარქს ემშვიდობება. 14 სექტემბერი, 2022 წ.
პაკისტანში წყალდიდობამ 1000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, მათ შორის ასობით ბავშვია. მთავრობა აცხადებს, რომ ასეთი ძლიერი წვიმები ქვეყანაში ბოლო 30 წელი არ ყოფილა. დაზარალებულთა რიცხვი მილიონზე მეტია.
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი 2022“ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნებში 22 ქვეყნის 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული. 6 წლიანი ისტორიის მანძილზე, წვრთნებში იაპონელი და შვედი სამხედროებიც მონაწილეობენ
რუსეთის ომის დროს უკრაინაში, რუსს სამხედროებს იერიშები ეკლესიებზეც მიაქვთ.გთავაზობთ ფოტოებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან. #ამერიკისხმა
2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოში ომი დაიწყო და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა. ოკუპაციის პროცესი მას შემდეგ გრძელდება. წელს აგვისტოს ომიდან 14 წელი სრულდება. გთავაზობთ სააგენტო „როიტერის“ ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ სურათებს. #ამერიკისხმა
26 ივლისს ფილიპინებში 7 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. Მასშტაბური ნგრევის შედეგად არიან დაშავებულები და დაღუპულები. ფოტოები მიწისძვრიდან რამდენიმე საათშია გადაღებული.
უკრაინაში ომის 5 თვის განმავლობაში რუსეთი, დაუნდობლად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს. კადრზე აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიები “როიტერის” ფოტოგრაფების რეპორტაჟში.
სტამბოლში უკრაინამ და რუსეთმა გაეროს და თურქეთის შუამავლობით, ეტაპობრივი მნიშვნელობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ის უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტს განაახლებს, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამწვავებულ, საერთაშორისო სასურსათო კრიზისს შეამსუბუქებს.
ვილნიუსში "პრაიდი-ბალტიისპირეთი" უკვე მეხუთედ გაიმართა. 4 ივნისს, ლიეტუვის დედაქალაქში ლგბტ+ თემისთვის თანაბარი უფლებების მხარდასაჭერად გამოსულებს, ცისარტყელის ფერების დროშები ეკავათ, იყო უკრაინის მხარდამჭერი დროშებიც. "სიყვარული იმარჯვებს" - ეწერა ერთ-ერთ ბანერზე.
ამერიკამ დღეს პატივი მიაგო ქვეყნისთვის დაღუპულ მეომრებს. პანდემიის გამო გაუქმებული ღონისძიებები წელს თითქმის ყველგან აღდგა. ორწლიანი შესვენების შემდეგ, აღლუმები და საზეიმო ცერემონიები ამერიკის ბევრ ქალაქში გაიმართა. ფოტოგალერეაში ნახავთ, თუ როგორ აღნიშნეს ხსოვნის დღე ამერიკულ ქალაქებში.
კვირას ღამით დედამიწის მოსახლეობის ნაწილმა ე.წ. სისხლიანი სუპერმთვარის სრული დაბნელება იხილა. ფოტორეპორტაჟში ამ იშვიათი ასტრონომიული მოვლენის რამდენიმე საინტერესო ფოტოს ნახავთ, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, თურქეთში და რამდენიმე სხვა ქვეყანაშია გადაღებული.
მეტის ჩატვირთვა