შერმადინმა, შენგელიამ, მაქფადენმა და კომპანიამ ქართული კალათბურთის ახალი ისტორია დაწერეს. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. გადაწყვეტი მატჩი ისლანდიასთან, საქართველომ 77:80 დათმო, მსოფლიო თასის სანუკვარ ბილეთს, ზუსტად, ეს 3 ქულიანი სხვაობა იძლეოდა
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდში აშშ-ის გუნდის გამარჯვებით დაიწყო. ორი ოლიმპიური ჩემპიონით ამერიკელებს ფრისტაილის სახეობა - აერიალში ბადალი არ ჰყავდათ. გიგანტური სლალომი პოლონელმა და იაპონელმა მოიგეს. საქართველო ზამთრის სპორტის სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს
ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში ფინეთში, სენსაციით და საქართველოს პირველი ისტორიული, ევროპული ოქროთი დასრულდა. 20 წლის ანასტასია გუბანოვამ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსებას 2022 წლიდან იცავს, ფავორიტებს, მათ შორის, ბელგიელ ლუნა ჰენდრიქს აჯობა და ფინეთში საქართველოს ეროვნული ჰიმნი ააჟღერა
81 წლის ასაკში ნონა გაფრინდაშვილმა მერვედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონობა ვეტერან მოჭადრაკეებს შორის. ჭადრაკის დედოფლის ვარსკვლავი 60 წლის უკან აკიაფდა, როცა 21 წლის ზუგდიდელი გოგონა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ნონას ეპოქა 1978 წლამდე გაგრძელდა, ამ პერიოდში გაფრინდაშვილმა ოთხჯერ დაიცვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული
მეტის ჩატვირთვა