ახალი თაობის გამორჩეული მთამსვლელები არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე პაკისტანში, მსოფლიოს მე-9 მწვერვალზე, 8126 მეტრი სიმაღლის - ნანგა პარბატზე ავიდნენ. ზუსტად, 66 წლის შემდეგ, რაც სიკვდილის მთა ადამიანს დანებდა, მის წვერზე პირველად საქართველოს ეროვნული დროშა აფრიალდა. ზაზა წულაძის სიუჟეტი.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ძიუდოში ლუკა მაისურაძე, დოპინგის გამოყენების გამო, პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს. მას 2023 წლის აღებულ ნიმუშში, აკრძალული პრეპარატი „ოსტარინი“ აღმოჩნდა. 26 წლის მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონი, 2023 წელს, დოჰაში გახდა, „ქართულ ფინალში“ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს მოუგო
შერმადინმა, შენგელიამ, მაქფადენმა და კომპანიამ ქართული კალათბურთის ახალი ისტორია დაწერეს. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. გადაწყვეტი მატჩი ისლანდიასთან, საქართველომ 77:80 დათმო, მსოფლიო თასის სანუკვარ ბილეთს, ზუსტად, ეს 3 ქულიანი სხვაობა იძლეოდა
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდში აშშ-ის გუნდის გამარჯვებით დაიწყო. ორი ოლიმპიური ჩემპიონით ამერიკელებს ფრისტაილის სახეობა - აერიალში ბადალი არ ჰყავდათ. გიგანტური სლალომი პოლონელმა და იაპონელმა მოიგეს. საქართველო ზამთრის სპორტის სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს
ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში ფინეთში, სენსაციით და საქართველოს პირველი ისტორიული, ევროპული ოქროთი დასრულდა. 20 წლის ანასტასია გუბანოვამ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსებას 2022 წლიდან იცავს, ფავორიტებს, მათ შორის, ბელგიელ ლუნა ჰენდრიქს აჯობა და ფინეთში საქართველოს ეროვნული ჰიმნი ააჟღერა
მეტის ჩატვირთვა