„დევნილები არ დანებდნენ. ეს ადასტურებს, რამდენად ძლიერია ეს ხალხი“, - ამბობს ნიკა სომხიშვილი, ფოტოარტისტი გორიდან, რომლის ნამუშევრების გამოფენა გორის ხელოვნების სახლში გაიმართა. ფოტოებზე დევნილთა ჩასახლებებში, თავშესაფრად აგებული და ახლა უკვე ინდივიდუალურ სახლებად ქცეული კოტეჯებია წარმოდგენილი.
ივნისში, ოკუპირებულ აფხაზეთში, რეგულარული მიმოსვლა დაიწყო რუსულმა საკრუიზო ლაინერმა „კნიაზ ვლადიმირმა“; სოჭიდან გაგრის მიმართულებით, რუსეთის რკინიგზამ ჩქარი მატარებელი ჩაუშვა. პარალელურად, მოსკოვმა სოხუმის აეროპორტის აღდგენა დაიწყო. ოფიციალური თბილისი დუმილს „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკით ხსნის
ამერიკელმა კანონმდებლებმა, ნატოს მოახლოებული ვილნიუსის სამიტის შესახებ, თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს. საქართველოს შესახებ, დაისვა კითხვები და გამოითქვა შეშფოთებები - "ამერიკის ხმა", "ფორმულაზე"
„რატომ დავკარგეთ ყველაფერი, თუ ისევ რუსეთს უნდა დავბრუნებოდით?“- ესაა კითხვა, რომელიც, განსაკუთრებით მტკივნეულია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებისთვის. ეს საკითხი მას შემდეგ გააქიურდა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზოგადოება დააყენეს „არჩევანის“ პირისპირ - „მშვიდობა, თუ ომი?“
მეტის ჩატვირთვა