დევნილები, რომლებიც არ ნებდებიან
„დევნილები არ დანებდნენ. ეს ადასტურებს, რამდენად ძლიერია ეს ხალხი“, - ამბობს ნიკა სომხიშვილი, ფოტოარტისტი გორიდან, რომლის ნამუშევრების გამოფენა გორის ხელოვნების სახლში გაიმართა. ფოტოებზე დევნილთა ჩასახლებებში, თავშესაფრად აგებული და ახლა უკვე ინდივიდუალურ სახლებად ქცეული კოტეჯებია წარმოდგენილი.